9 დეკემბერს, პარი სენ-ჟერმენის თვითმფრინავმა, რომელიც პარიზიდან ესპანეთში, ჩემპიონთა ლიგის თამაშში მონაწილეობის მისაღებად გაფრინდა, ქალაქ ბილბაოში ,,მძიმე დაშვება“ განახორციელა. ინფორმაციას სპორტული გამოცემა RMC Sport-ზე დაყრდნობით არაერთი უცხოური მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოყვა, რის შესახებაც ეკიპაჟი წინასწარ იყო გაფრთხილებული, დაშვების დროს კი, ე.წ საჰაერო ორმოში ჩავარდა, რის გამოც, დაშვებისას, პილოტს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა.
საბოლოოდ, პილოტმა რთული მანევრი წარმატებით შეასრულა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
მატჩი პსჟ-ატლეტიკო ბილბაოს შორის კი გუშინ გაიმართა და ფრედ – 0:0 დასრულდა.












