• Latest
სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი – მინდა რეჟიმის ყველა მსხვერპლს ვუთხრა: თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა რეჟიმმა პასუხი აგოს ყველა დარღვევაზე

March 13, 2026
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება

March 13, 2026
ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

March 13, 2026
საქართველო ყოველწლიურად 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს – მთავარი იმპორტიორი რუსეთია

საქართველო ყოველწლიურად 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს – მთავარი იმპორტიორი რუსეთია

March 13, 2026
ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

March 13, 2026
ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

March 13, 2026
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წევრებსა და ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წევრებსა და ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ

March 13, 2026
მეწყერის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

მეწყერის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

March 13, 2026
მინისტრის მოადგილე – ტყიბულის მუნიციპალიტეტში  მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან

მინისტრის მოადგილე – ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან

March 13, 2026
ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

March 13, 2026
მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

March 13, 2026
ერაყში საწვავის შემავსებელი აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ერაყში საწვავის შემავსებელი აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა

March 13, 2026
დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა – ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა

დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა – ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა

March 13, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Genews
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
No Result
View All Result
Logo
No Result
View All Result

სალომე სამადაშვილი – მინდა რეჟიმის ყველა მსხვერპლს ვუთხრა: თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა რეჟიმმა პასუხი აგოს ყველა დარღვევაზე

March 13, 2026
in საზოგადოება
0
სალომე სამადაშვილი

მინდა, პირველ რიგში, რეჟიმის ყველა მსხვერპლს ვუთხრა: გუშინ თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, სრულიად სამარცხვინო იყო, ეუთო-ში „რეჟიმის წარმომადგენლის“ მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსული დიპლომატიის სიტყვარით ადანაშაულებს ეუთოს პოლიტიკურ მიკერძოებაში, იმის ნაცვლად, რომ დაუყოვნებლივ იღებდეს ვალდებულებას, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია.

“მსურს გამოვეხმაურო გუშინ გამოქვეყნებულ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენებით მომზადებულ დასკვნას.

მომავალში, როდესაც ისტორია შეაფასებს ყველა გადამწყვეტ მომენტს, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევ, ძალადობაზე დამყარებულ რეჟიმთან ბრძოლაში, ქართველ ხალხი გამარჯვებასთან დააახლოვა, დარწმუნებული ვარ, 2026 წლის 12 მარტი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება.

დასკვნამ დაადგინა საქართველოში ადამიანის უფლებების და პოლიტიკური უფლებების სისტემატური დარღვევა, ქართველების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ძალადობის სისტემატური გამოყენების ფაქტები და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ყველა მძლავრი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისკენ რეჟიმის წინააღმდეგ, თუ ივანიშვილის მთავრობა არ შეასრულებს დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციებს.

ძალიან მნიშვნელოვანია მითითება ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმის ამუშავებაზე.

მინდა, რომ პირველ რიგში ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს, ადამიანებს, ვინც უკანონოდ არიან დღეს დამწყვდეული ციხეებში, ადამიანებს, ვინც სცემეს, მოწამლეს, დაამცირეს, ადამიანებს, ვისი ოჯახებიც ფინანსური განადგურების გზას გაუყენეს არაადამიანური ჯარიმების გამოყენებით და ყველას, ვინც გახდა ამ რეჟიმის მსხვერპლი, რომ გუშინ თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი, ჩვენ მოვიპოვეთ მექანიზმის იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე.

გუშინდელი ანგარიშის შემდეგ, რეჟიმის ყველა მსხვერპლს ეძლევა შესაძლებლობა, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს მიმართოს შესაბამისი გამოძიების დაწყების მოთხოვნით. იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებიც რეჟიმის ძალადობის ყველა მსხვერპლი გახდნენ.

სრულიად სამარცხვინო იყო, ეუთო-ში რეჟიმის წარმომადგენლის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსული დიპლომატიის სიტყვარით ადანაშაულებს ეუთო-ს პოლიტიკურ მიკერძოებაში, იმის ნაცვლად, რომ დაუყოვნებლივ იღებდეს ვალდებულებას, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია. ეს იყო სამარცხვინო პასუხი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ საერთაშორისო სამართლებრივი წნეხის მოლოდინის გათვალისწინებით, რომელიც ამ რეჟიმს ემუქრება ეუთო-ს დასკვნის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდება ივანიშვილის მმართველი რეჟიმი, მათ საუკეთესო ინტერესებში არის თუ არა მსგავსი ენით საუბარი საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ეუთო-ს ანგარიშიც, ასევე გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების დასაცავად.

„პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, პოლიტიკური ოპონენტების დევნის შეწყვეტა, მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების, მათ შორის უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიება, რეპრესიული კანონების გაუქმება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ქვეყნის მომზადება – ესაა მოკლედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს, თუ სურს თავიდან აიცილოს შემდგომი არა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაცია, არამედ უკვე საერთაშორისო სამართლებრივი დევნაც.

თუ რეჟიმს გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების იგნორირებას, ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, რეჟიმზე ზეწოლის გასაზრდელად – იქნება ეს ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, თუ რეჟიმის წინააღმდეგ ტარგეტირებული სანქციების ამოქმედება, როგორც ამას მოითხოვს, ეუთო-ს ანგარიშიც, ასევე გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების დასაცავად.

ჩვენი დრო და ენერგია დღეს უნდა იხარჯებოდეს საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე, სიღარიბის დამარცხებაზე, ჩვენი საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის ათვისებაზე, მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობის გზით, ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობის მყარი გარანტიების მოპოვებაზე, დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამის ნაცვლად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი მმართველი რეჟიმის მოგერიებაზე გვიწევს ამ დროის კარგვა და ამასთან ერთად ვკარგავთ ისტორიულ შესაძლებლობებს. ეს ანომალია უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს სწორი განვითარების გზას, ქართველ ხალხს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება მას და მის ინტერესებს. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, ამ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

Tags: სალომე სამადაშვილი
ShareTweetShare

Related Posts

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა
მსოფლიო

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

March 13, 2026
ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ
რეგიონი

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

March 13, 2026
მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია
რეგიონი

მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

March 13, 2026
დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა – ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა
მსოფლიო

დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა – ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა

March 13, 2026
პროკურატურა – პირს, რომელმაც გასული წლის 22 ივნისს, ლაგოდეხში ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, გასაშველებლად მისულ ადამიანს კი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საზოგადოება

პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძესა და მასთან ერთად დაკავებულებზე – საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის – არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად, არცერთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Recent Posts

  • Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება
  • ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში
  • საქართველო ყოველწლიურად 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს – მთავარი იმპორტიორი რუსეთია
  • ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა
  • ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

Recent Comments

No comments to show.

Archives

  • March 2026
  • February 2026
  • January 2026
  • December 2025

Categories

  • Uncategorized
  • ბიზნესი
  • კონფლიქტები
  • მსოფლიო
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი

Browse by Category

  • Uncategorized
  • ბიზნესი
  • კონფლიქტები
  • მსოფლიო
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი

Recent News

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება

March 13, 2026
ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

March 13, 2026

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.