“ჩემი ცოლის დაქალების” შემოქმედებითმა ჯგუფმა, სერიალის რვა წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა.
კორპორატიულ საღამოზე 88 წლის ლეგენდარული მსახიობის, ლეო ანთაძის ენერგიულმა ცეკვამ ყველას ყურადღება მიიპყრო.
ქართველი მსახიობის ენერგიულმა ცეკვამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ლეო ანთაძემ 1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1955–1967 წლებში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია – რეზო თაბუკაშვილი „რას იტყვის ხალხი“; შოთა არევაძე — კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“; ბუბნოვი — მაქსიმ გორკის „ფსკერზე“; ჩარლი — ტომას ბრანდონის „ჩარლის დეიდა“; ზურიკო — ნოდარ დუმბაძის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; შიშკობა — პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ და სხვ. კინოროლებიდან: „ყვავილი თოვლზე“ (1959); „გაქცევა გამთენიისას“ (1975); „დათა თუთაშხია“ (1978); „მონანიება“ (1984); „ქუჩის დღეები“ (2010); „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) და სხვ.
1961 წელს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის , ხოლო 1979 წელს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
88 წლის ლეო ანთაძე ♥️
Gepostet von Your Page ∆ am Sonntag, 27. Oktober 2019
Discussion about this post