მილიონობით ადამიანის დილა იწყება ყავით. ყავა ადამიანებისათვის სიამოვნების წყაროა. ისინი მას ნებისმიერ დროსა და ადგილას სვამენ. ყავა უდავოდ, ერთ-ერთი პოპულარული სასმელია მსოფლიოში. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ყავის სუპერ ჯანსაღ სასმელად გადაქცევის საიდუმლოებები!
ექპერტის 8 რჩევა ყავის შესახებ
- თავი შეიკავეთ საღამოობით ყავისგან
ყავა კოფეინით მდიდარი ბუნებრივი წყაროა. კოფეინს აქვს მასტიმულირებელი მოქმედების უნარი სხეულზე. ის ძალას გვაძლევს, როდესაც დაღლილად და სუსტად ვგრძნობთ.
საღამოს ყავის მიღებას შეუძლია ძილის დარღვევა. ცუდი ძილი ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების წინაპირობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თავი შეიკავოთ საღამოს ყავის მიღებისაგან. ამ დროს შეარჩიეთ უკოფეინო ყავა ან ფინჯანი ჩაი.
- მიირთვით უშაქრო ყავა
ყავის გაფუჭებისთვის საკმარისია შაქარის დამატება. მოგეხსნებათ, რომ შაქარი მდიდარია ფრუქტოზით, რაც ზრდის სერიოზული დაავადებების რისკს, როგორიცაა სიმსუქნე და დიაბეტი.
- შეიძინეთ ხარისხიანი ორგანული ყავა
ყავის ხარისხი ძირითადად დამოკიდებულია არა მხოლოდ მომზადების მეთოდზე, არამედ კულტივაციაზე. ცნობილია, რომ ყავის პლანტაციებს დღესდღეობით პესტიციდებით მკურნალობენ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დამაჯერებელი ინფორმაცია პესტიციდების მავნებლობის შესახებ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაინც შეეცადეთ ხოლმე შეიძინოთ ორგანული ყავა.
- მიირთვით ყავა ისე, რომ ჯანმრთელობას არ მიაყენოთ ზიანი
ყავისადმი ზედმეტი გატაცება აღარ იძლევა სასარგებლო თვისებებს. ყავის დალევის პრობლემა, ძირითადად, მდგომარეობს მისი რისკებისა და სარგებელის დაბალანსების პრობლემაზე. უსმინეთ თქვენს ორგანიზმს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ შესაბამისი ყავის დოზა.
- ყავა დარიჩინით არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც
დარიჩინი ძალიან კარგად ავსებს ყავის გემოსა და არომატს. იგი ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს, რაც დიაბეტიანი ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ფრთხილად იყავით, დარიჩინის გადაჭარბებას გვერდითი მოვლენებიც ახლავს.
- ყავა მხოლოდ ნატურალური ნაღებით
დაბალ ცხიმიანი და გემრიელი ნაღები ყოველთვის საეჭვოა, იგო შეიძლება შეიცავდეს არა სასურველ ინგრედიენტებს. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ რძის პროდუქტი შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს ადამიანისთვის.
- ყავა კაკაოთი – ყავის სასარგებლო თვისებების კომბინაცია და შავი შოკოლადი
კაკაო ფაქტიურად შეფუთულია ანტიოქსიდანტებითა და აქვს საკმაოდ ბევრი სასარგებლო თვისება. იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
- ხშირად გამოიყენეთ ქაღალდის ფილტრი
ქაღალდის ფილტრის გამოყენება ყავის მოხარშვის დროს შეამცირებს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის ზრდას. ამ ნივთიერებების შემცირება ძალიან მარტივია, უბრალოდ გადაიტანეთ ყავა ქაღალდის ფილტრში.
Discussion about this post