პირველი გიმნაზიის მშობლები და პედაგოგები პანიკაში არიან – სკოლის სიახლოვეს მამაკაცმა მოსწავლის გატაცება სცადა. მშობლებს მოზარდების მარტო დატოვების ეშინიათ. შემთხვევა გასულ კვირას, ოთხშაბათს მოხდა, როდესაც სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის გატაცება, შუახნის მამაკაცმა მიწისქვეშა გადასასვლელიდან სცადა. საბედისწერო მომენტში, როდესაც მამაკაცმა არასრულწლოვანის მოტყუებით წაყვანას ცდილობდა, ვერ დაინახა, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად იყო. უცნობის საეჭვო ქცევის გამო ბებიამ ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
ტელეკომპანია “მთავარის” ცნობით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა როდესაც ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლის მოსწავლეებმა უცნობი მამაკაცის საეჭვო ქცევა შეამჩნიეს. დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული.
მომხდარზე საუბარი არ სურს სკოლის დირექტორს. თუმცა ფაქტს ადასტურებს პედაგოგი, რომელმაც მშობლები მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილა. ირმა კალმახელიძის თქმით, ოთხშაბათს მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ყველა მშობელს შვილები განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს.
„ეს ინფორმაცია მივიღეთ ერთ-ერთი მშობლისგან. ბავშვს უცნობი პიროვნება მოეფერა. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ყველა მშობელს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ“, – აცხადებს ირმა კალმახელიძე.
სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს პირველი გიმნაზიის მოსწავლე და ბებია.
შს სამნისტრომ გამოძიეება სქესობრივი კავშირის ან სხვგავარი საქციელის მუხლით დაიწყო.
პირველი გიმნაზიის მშობლები და პედაგოგები პანიკაში არიან
პირველი გიმნაზიის მშობლები და პედაგოგები პანიკაში არიან – სკოლის სიახლოვეს მამაკაცმა მოსწავლის გატაცება სცადა
Gepostet von მთავარი News am Montag, 28. Oktober 2019
Discussion about this post