ხშირ შემთხვევაში ზამთარი და სიცევე ადამიანების უმრავლესობას მნიშვნელოვნად უცვლის გეგმებს. დაგვეთანხმებით, რომ ზამთარში ადამიანების უმრავლესობის ძირითადი საზრუნავია, როგორმე თავი აარიდონ გაციებას, თუმცა ხშირად არ ითვალისწინებენ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
C-ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება: ზოგადად ც ვიტამინ ითვლება გაციების საწინააღმდეგო მნიშვნელოვან კომპონენტად, ამიტომ დაგვეთანხმებით, რომ გაციების პირველივე ნიშნებზე ადამიანები იღებენ ც ვიტამინის შემცველი მედიკამენტების მიღებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ორგანიზმი აღნიშნული ვიტამინის საჭირო რაოდენობას ძალიან სწრაფად იღებს და დიდი რაოდენობით მიღება აუცილებელი არ არის.

საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება: ადამიანებს ხშირად ზამთარში არ აქვთ ისეთივე წყურვილის გრძნობა, როგორც ზაფხულში, თუმცა ზამთარშიც იმავე რაოდენობის წყლის მიღებაა საჭირო, რამდენიც ზაფხულში. გირჩევთ, რომ ზამთარშიც მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რადგან ეს მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ვირუსებისგან თავის არიდებაში.

თბილი ფეხსაცმლის ტარება: ადამიანები სიცივისგან თავის დაცვისთვის ზამთარში ცდილობენ რაც შეიძლება თბილი ფეხსაცმელი ჩაიცვან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ხშირად ადამიანები იმდენად თბილად იცვამენ, რომ ფეხი უოფლიანდებათ, რაც გაციების შანსს ზრდის.

მზის სხივებისგან თავის დაცვა: ადამიანები მუდმივად იცავენ თავს ზაფხულში მზისგან, თუმცა დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ზამთარშიც ისევე უნდა დაცივათ თავი, როგორც ზაფხულში, რადგან მზის სხივები არანაკლებ საზიანობა ზამთარში.
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, რომ თანსაცმელი ზამთარში არ გავაშროთ ოთახში და ეს განსაკთრებით საზიანოა იმ ადამიანებისთვის ვისაც ასთმა აწუხებს, რადგან შესაძლოა ბოლომდე არ გაშრეს.

სპეციალისტები ასევე გვირჩევენ არ დავიძინოთ თბილ ოთახში, რადგან უმჯობესია ოთახი იყოს გრილი, ბნელი და წყნარი.
Discussion about this post