რამდენიმე გამაფრთხილებელი შეტყობინების მოსმენის შემდეგაც კი შეიძლება ადამიანებმა იფიქრონ, რომ მათთვის სერიოზული არაფერი ხდება. რაც ხშირად ადამიანებს ტოვებს დაუცველებს და არამზადაებს საშიში სიტუაციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო და ძალიან რთული სიტუაციები არც ისე ხშირად ხდება, მაინც უნდა ვისწავლოთ რეაგირება, რათა გადარჩენის შანსი მეტი იყოს.
ჩვენ გისურვებთ უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნას და გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც გადაარჩენს თქვენს სიცოცხლეს საგანგებო ვითარების შემთხვევაში.
- როგორ გადავრჩეთ კლდეზე გადაკიდებულ მანქანაში
თუ ატყობთ, რომ თქვენი მანქანა კლიდიდან აღარ ვარდება არ გააკეთოთ სწრაფი მოძრაობები.უკეთესია ღრმად ისუნთქო და მოიფიქროთ როგორ მოიქცეთ. ნელა იმოძრავეთ, რომ მანქანა დაბალანსებული იყოს.
ფეხი მუხრუჭებზე დაიჭირეთ. ამ მომენტში, თქვენი მუხრუჭები შეიძლება იყოს ერთადერთი, რაც ხელს უშლის მანქანის მოძრაობას.
თუ თქვენი მანქანის წინა მხარე ჩამოკიდებულია, გადით მანქანის უკანა ნაწილიდან. ნელა დაიხარეთ თქვენი სავარძლის უკანა ნაწილი. იპოვნეთ ბალანსი. ნელა გადაიხარეთ, რომ უკანა სავარძელზე მოხვდეთ. გახსენით უკანა კარი და გაიქეცით.
მანქანაში რამდენიმე ადამიანის ყოფნის შემთხვევაში გახსენით მანქანის ყველა მინა, რომ უფრო მეტი გასასვლელი მიიღოთ, რის გამოც ყველას შეეძლება ერთდროულად გაქცევა. გახსენით ყველა კარი.
- როგორ გადავრჩეთ ყინულის ჩატეხვისას
როდესაც თქვენ ცივ წყალში ხართ, თქვენს სხეული სავარაუდოდ შოკს მიიღებთ. გახსოვდეთ, შოკი შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 3 წუთამდე, რადგან თქვენი სხეული ოდნავ ეგუება სიცივეს.
თავი შეიკავეთ წყლის ზემოთ. ეცადეთ ტანი რაც შეიძლება მაღლა ამოსწიოთ. ასეთ ცივ წყალში გონების დაკარგვას 10-დან 45 წუთამდე სჭირდება.
მოიცილეთ ნებისმიერი მძიმე ობიექტი.
ეცადეთ იყოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, როდესაც ამოსვლას ცდილობთ.
თქვენი სხეულის რაც შეიძლება მეტი ნაწილი წყლიდან ამოსწიეთ. დაიჭირეთ ყინულს წინამხრებისა და იდაყვების გამოყენებით.
ეცადეთ იმოძრაოთ რათა სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს.
მას შემდეგ, რაც თქვენი სხეულის ზედა ნაწილი ყინულის პირას იქნეაბ დაელოდეთ რამდენიმე წამი ტანსაცმლის ცოტა ჩამოწურვას. ეს შეამცირებს თქვენს წონას და გაგიმარტივებთ წყლიდან ამოსვლას.
- როგორ გადავრჩეთ მგლის თავდასხმისას
არ გაიქცეთ. თუ გაიქცევით მგრლიც ინსტიქტურად გამოგეკიდებათ რადგან თქვენს შიშს იგრძნობს.
არ უყუროთ თვალებში, რადგან მგელმა შეიძლება ეს გაიგოს როგორც პირდაპირი გამოწვევა. თავი დახარეთ.
თუ მგელი გიახლოვდებათ ხელები ასწიეთ მაღლა და შეეცადეთ დომინანტურად გამოიყურებოდეთ. დაიწყეთ ხელებით ტაშის დაკვრა და იყვირეთ. მგელს შეიძლება არ შეეშინდეს, მაგრამ შეიძლება გაქცევისთვის დამატებითი დრო მოგცეთ.
თუ მგელი მოახლოებას იწყებს, ნელა დაიხიეთ უკან. ეცადეთ მშვიდად იყოთ. არ გაატრიალოთ თავი.
ეცადეთ მოიძიოთ ხე რომელზეც ასვლას შეძლებთ, მაგრამ გააგრძელეთ მგლის ყურება.
ისროლეთ ქვები და ჯოხები მგლისკენ. ცხოველმა შეიძლება ეჭვი შეიტანოს დაპირისპირებისას მის წარმატებაში და გაქრეს.
თუ რამდენიმე ადამიანი ხართ წრეზე დადექით და ერთნაირად იმოქმედეთ.
- როგორ გადავურჩეთ ზვავს
მოერიდეთ თხილამურებზე სრიალს ძლიერი ქარის დროს, რადგან ამან შეიძლება ზვავი გამოიწვიოს.
დაფარეთ პირი, რომ თოვლი არ მოხვდეს მასში. მოიცილეთ ნებისმიერი მძიმე ტექნიკა, მაგრამ ზურგჩანთა დატოვეთ, რადგან ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი დაცვა, როგორც ბალიში.
შეეცადეთ დაიჭიროთ მყარი ხის ტოტი. თუ ამის საშუალება გექნებათ.
დაიწყეთ ცურვა, ისე რომ ის დაგეხმარებათ თოვლის ზედაპირთან ახლოს ყოფნაში.
ერთი მკლავი დაიჭირეთ თავზე პირდაპირ, როდესაც იგრძნობთ, რომ თოვლში ეფლობით. ეცადეთ გააკეთოთ ერთგვარი გვირაბი, რომლის საშუალებითაც სუნთქვას შეძლებთ. ეს ასევე დაგეხმარებათ გაერკვეთ, თუ რომელ მხარეს უნდა იმოძრაოთ.
სახის გარშემო სივრცე გაიფართოვეთ. ზვავი რომ შეჩერდება, თოვლი ისე ძლიერად მკვიდრდება.
თხილამურებზე სრიალამდე მიამაგრეთ რადარი საკუთარ თავს, რომ სამაშველო ჯგუფმა ადვილად გიპოვოთ.
როგორ გადავურჩეთ მდინარის სწრაფ დინებას
თუ ცურვა კარგად არ იცით, თავდაპირველად ეცადეთ იცუროთ სანაპიროს გასწვრივ დიაგონალურად. ნუ შეეცდებით პირდაპირ ნაპირისკენ გაცურვას. ამას ძალიან ბევრი ენერგია დასჭირდება. იცურეთ 45 ° -იანი კუთხით.
არ შეეცადოთ იცუროთ დინების საპირისპიროდ.
თქვენი თავი უნდა იყოს დინების მიმართულებით, უფრო დაცული იქნებით. მას შემდეგ რაც მშვიდი ადგილს მიაღწევთ, დიაგონალურად გაცურეთ ნაპირისკენ.
Discussion about this post