მოგზაურობა დიდი სიამოვნებაა, თუმცა ხანდახან მცირე ბიუჯეტით კომფორტის მიღწევა რთული ხდება.
მოხარშეთ კვერცხი ჩაიდანში – თუ საუზმე ძვირი ჯდება, მიმართეთ ამ ეკონომიურ ხერხს.
გამოიყენეთ უთო ტოსტის მოსამზადებლად – დაგჭირდებათ ფოლგა და უთო. გაახვიეთ სენდვიჩი და 30 წამის მანძილზე დაადეთ უთო.
ჩამოიშორეთ მაკიაჟი თმის ბალზამით – ის ამ დავალებას მშვენივრად გაუმკლავდება.
გამოიყენეთ შაქარი ტანის სკრაბისთვის – თუ ეს პროდუქტი გჭირდებათ, დროებით შაქარი ჩაგინაცვლებთ.
ტანისამოსი ნიჟარაში გარეცხეთ – რადგანაც სამრეცხაო ძვირია, სააბაზანო გამოიყენეთ.
ტანისამოსი აბაზანაში დააორთქლეთ – თუ უთო არ მოგეპოვებათ, ცხელი შხაპის მიღებამდე ტანსაცმელი აბაზანაში ჩამოკიდეთ და ის მშვენივრად გასწორდება.
Discussion about this post