ყველას აქვს განსხვავებული ფორმის ფრჩხილები: ზოგს აქვს ფართო და კვადრატული, ზოგს პატარა და ვიწრო. ოდესმე გიფიქრიათ, რამდენ რამეს მეტყველებს ეს თქვენს შესახებ?
ცნობილმა ნიგერიელმა მეცნიერმა შეიმუშავა კვლევითი ნაშრომი, სადაც იგი აღიარებს, რომ ფრჩხილების ბუნებრივი ფორმა, ისევე როგორც თითის ანაბეჭდები, შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას მათი მფლობელის პიროვნების შესახებ.
ჩვენ ვეცდებით საკუთარ მაგალითზე დავამტკიცოთ რამდენად რეალურია ეს. უბრალოდ იპოვნეთ თქვენი ფორმა და წაიკითხეთ აღწერა. შემდეგ კი გვითხარით რამდენად ემთხვევა ეს რეალობას.
- ფართო, გრძელი და მართკუთხა ფრჩხილები
მშვიდი, პრაგმატული, გაწონასწორებული, დამოუკიდებელი ადამიანი ფართო აზროვნებით. ისინი საიმედოები არიან და პასუხისმგებლობის გრძნობენ თავიანთი სიტყვებისა და ქმედებების მიმართ. ასევე არიან ლიდერებად დაბადებულები.
- ძალიან პატარა კვადრატული ფრჩხილები
აქტიური, მოხერხებული და მოქნილი. გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით. არიან ძალიან ფეთქებადი ხასიათის მქონეები, თუმცა მათი „აფეთქებება“ როგორც წესი მალე გაივლის ხოლმე. მათ აქვთ მიდრეკილება აგრესიისკენ და ზოგჯერ გამოირჩევიან ეჭვიანობით.
- გრძელი და ვიწრო ფრჩხილები
ეგოისტი და გამჭრიახი ადამიანები. მათ უყვართ ფუფუნება და საკუთარ თავზე მუდმივად დიდ ყურადღებას ითხოვენ. მათ მარტივად წყინთ მცირე დეტალებიც კი, თუმცა ასევე მარტივად ავიწყდებათ.
- მოკლე ფრჩხილები
ხანმოკლე და მოუთმენელები. ეს ხალხი გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით. რაც უფრო მოკლეა ფრჩხილები, მით უფრო მომთხოვნია ასეთი ადამიანი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ისინი ყოველთვის ცდილობენ თავიანთი გზა ჰქონდეთ და გამოუსწორებელი პერფექციონისტები არიან.
- ნუშის ფორმის ფრჩხილები
დელიკატური, სათუთი და რომანტიკული სულები იდეალისტური ხედებით. მათ მოსწონთ სხვებისთვის სასარგებლო ყოფნა და ისინი ძალიან სენტიმენტალური, რბილი და თბილი ადამიანები არიან.
- სამკუთხა ფრჩხილები
მხატვრული დელიკატური პიროვნებები და გამოირჩევიან მუდმივად ცვალებადი განწყობით. ყოველთვის არიან ზღვარზე და მიდრეკილნი არიან ნერვული აშლილობისკენ. მათ სურთ აღიარებული და ცნობილი გახდნენ და წაგება სძულთ.
Discussion about this post