გუშინ, ცნობილი მომღერალი ჯესი ჯეი „ბლექ სი არენაზე“ ჩატარებული კონცერტის შემდეგ, სოციალურ ქსელში, საკუთარ Instagram გვერდზე, შეკვეთილში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
მის მიერ გამოქვეყნებული სთორებიდან ჩანს, რომ კონცერტის დაწყებამდე, „ბლექ სი არენასთან“ შეკრებილ ფანებს, ნომრიდან ადევნებდა თვალს.
ცნობილმა ბრიტანელმა შემსრულებელმა Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი გამართა.
Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა“Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.
Discussion about this post