არის დღეები, როცა გვჭირდება ჰიპერ-ენერგიულები ვიყოთ, მაგრამ გარემოებების გამო ამას ვერ ვახერხებთ. შესაძლოა ეს წინა ღამის ბრალია, თუ ვერ გამოვიძინეთ.
მოუსმინეთ მუსიკას
ის მოტივაციას შეგმატებთ და ენერგიულ განწყობას შეგიქმნით. უბრალოდ საყვარელი სიმღერა ოდნავ ხმამაღლა ჩართეთ.
დალიეთ ლიმნიანი წყალი
ის სტრესს შეამცირებს და განწყობას გააუმჯობესებს.
შეისხით ცივი წყალი სახეზე
ასე უფრო კონცენტრირებული გახდებით და გამოფხიზლდებით.
ცოტა გაიწელეთ და ისუნთქეთ
მაგიდაზე დიდხანს ჯდომისას გაწელვა აუცილებელია: ტვინს ჟანგბადი მიეწოდება, სტრესი შემცირდება და ტოქსინები გამოიდევნება.
გაისეირნეთ
10 წუთი გასეირნება 50 მილიგრამ კოფეინს უდრის.
Discussion about this post