კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთან შეხვედრისას პირველი შთაბეჭდილება 7 წამში ყალიბდება. გასაუბრების დროს კი სამსახურში აყვანაზე გადაწყვეტილებას კი ძირითადად პირველ 30 წამში იღებენ.
სუსტი ხელის ჩამორთმევა – ასეთ ადამიანებზე ფიქრობენ, რომ არიან მორცხვები, ნაკლებად გახსნილები და დასტრესილები.
თვალის კონტაქტისგან თავის არიდება – ის უმნიშვნელოვანესია პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებისას. ვინც მას თავს არ არიდებს, ბევრად თავდაჯერებულად გამოიყურება.
თმებით თამაში – ეს ქმედება არასწორ სიგნალს უგზავნის მოსაუბრეს – გამოხატავს სტრესს და დისკომფორტს.
პირადი სივრცის დარღვევა – პირველი შეხვედრების დროს ფიზიკური დისტანციის დაცვა აუცილებელია.
ტელეფონის და საათის მუდმივი შემოწმება – საუბრის დროს ეს ძალიან არაეთიკურია. მეტიც, სასურველია თუ ის მაგიდაზე სულაც არ იდება.
Discussion about this post