სტატისტიკურად დღის განმავლობაში დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები დაახლოებით სვამენ 2 მილიარ ფინჯან ყავას. ამავე სტატისტიკით, ყოველწლიურად თითო ადამიანი დაახლოებით 4 ლიტრ ყავას სვამს, რაც მუდმივად იზრდება.
ჰარვარდელმა პროფესორების ჩატარებული კვლევით, რომელშიც ყავის 30 ათასამდე მოყვარული მონაწილეობდა, დადგინდა, რომ ყავის მიღება ადამიანებს სხვადასხვა მძიმე დაავადებებისგან იცავს.
ყავის უირატესობები:
ყავა სასარგებლოა მეორე ტიპის დიაბეტის დროს, რადგა მისი მოხმარება ზრდის იმ ცილების გამომუშავებას, რომლებიც სტეროიდულ ჰორმონებს ტესტოსტერონსა და ესტრადოილს აკავშირებს. აღნიშნული ჰორმონები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბედი დროს განსაზღვრულ როლს თამაშობს.
დღეში ორი ჭიქა ყავის მიღება ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს დაახლოებით 40%-ით და ამასთან ერთად ხელს უწყობს ღვიძლის ციროზისგან სიკვდილიანობის რისკის შემცირებას.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ კოფეინის მიღება ზომიერ ფარგლებში მნიშვნელოვნად ამცირებს პარკინსონის დაავადების სიხშირეს.
სხვაებთან ერთად, ყავის ზომიერი მიღება ორგანიზმს იცავს გულის უკმარისობისგან. მეცნიერები ზომიერ რაოდენობაში დაახლოებით 3-4 ფინჯანს გულისხმობენ. საშუალოდ ამ კვლევებით დადასტურდა, რომ 11-ით მცირდება გულის უკმარისობა, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ყავას საერთოდ არ მოიხმარს.
1-2 ჭიქა ყავა ასევე მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას 26%-ით ამცირება. ხოლო 3 ჭიქაზე მეტი 50%-მდე.
ყველა ზემოთაღნიშნული ეფექტი ჭეშმარიტია მხოლოდ ხარისხიანი, სწორად მოხარშული, მარცვლოვანი ყავის გამოყენების დროს.
Discussion about this post