ძალიან შემაწუხებელია როცა თმა მალე ჭუჭყიანდება და მისი ხშირად დაბანა გვიწევს. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად:
თმა უფრო იშვიათად დაივარცხნეთ
ნუ დაივარცხნით დღეში 5-6-ჯერ, ეს მაჩვენებელი 2-3-ზე ჩამოიყვანეთ. ასევე გამოიყენეთ თხელი სავარცხელი.
ბუნებრივი სტილი
თმის პროდუქტები თმას აბინძურებენ. თუ შეკვრა გინდათ, ბუნებრივად შეიკარით, სპრეის გამოყენების გარეშე, ნუ ეცდებით ყველა თმის ღერის იდეალურ პოზიციაში დაყენებას.
შეამცირეთ ტემპერატურა
უთოც ხდება თმის სისუფთავის მტერი. 150-170 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა თმის გასაშრობად ან გასასწორებლად.
ბალიშის პირი უფრო ხშირად შეცვალეთ
ბალიშის პირები თმისგან და კანისგან სხვადასხვა პროდუქტებს შეიწოვენ. ასევე მათზე ბაქტერიები ვრცელდებიან და თმას აჭუჭყიანებენ. გამოცვალეთ ბალიშის პირი კვირაში ერთხელ მაინც.
Discussion about this post