ახლად გამოწურული წვენები. ეჭვგარეშეა ახლად გამოწურული წვენები სასარგებლოა, ვიდრე გაზიანი სასმელები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ახლად გამოწურულ წვენებს სმუზი ჯობია. სამწუხაროდ, გამოწურვამდე კონკრეტულ ხილს კანს აშორებენ, რომელშიც გაცილებით ბევრი სასარგებლო ბოჭკოა, ვიდრე ხილში.
ჩაანაცვლეთ: ახლად გამოწურული წვენის ნაცვლად მოიმზდეთ სმუზი. სმუზისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ხილი და ბოსტნეული. მოცემულ მასას დაამატეთ 1 კოვზი ცილის შემცველი ფხვნილი, რძე ან წყალი.
სუში
ზოგადად თევზი შეიცავს ომეგა 3, რომელიც მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და ცილებით. ასევე სასარგებლოა ბრინჯი მომნელებელი სისტემისათვის. თუმცა მათი კომბინაცია სასარგებლო არ არის. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი როლი, მხოლოდ ერთი ნაჭერი 500 კალორიას შეიცავს.
ჩაანაცვლეთ: თავიდან აიცილეთ სუშის „დასავლური“ ვერსიები. ჩვეულებრივ მას მიირთმევთ მაიონეზთან ან სხვდასხვა სოუსებთან. სჯობს საშიმი შეუკვეთოთ თევზისა და ბრინჯის გარეშე. ხოლო თუ ბრინჯი გსურთ, მაშინ ნაგირი შეუკვეთეთ. თევზებს შორის უპირატესობა მიანიჭეთ სკუმბრიასა და თინუსს.
იოგურტი
ხილის იოგურტი ყველაზე რეკლამირებული ბრენდია. იგი იმავე რაოდენობის კალორიას შეიცავს, რასაც კოკა-კოლა.
ჩანაცვლება: უკეთესი იქნება თუ მას ხაჭოთი ჩაანაცვლებთ. იგი შეიცავს 13 გრამ პროტეინს. დაამატეთ მას ცოტაოდენი ხილი, დარიჩინი და შესანიშნავად ისაუზმებთ.
გრანოლა
მას შეფუთვაზე ხშირად აწერია „ჯანმრთელი საუზმე“, მაგრამ ეს ასე არ არის. მცირე ულუფაც კი შეიცავს ძალიან ბევრ კალორიას. ასევე მასში არის შაქრისა და ცხიმის დიდი შემცველობა.
ჩაანაცვლეთ: სცადეთ ეს რეცეპტი. მინის ქილაში ჩადეთ ნახევარი ჭიქა შვრია, დაასხით ერთი ჭიქა ნუშის დაუშაქრებელი რძე, დაამატეთ ქიშმიში, მოცვი, 1 ჭიქა არომატიზირებული შრატის ფხვნილი და ცოტაოდენი დარიჩინი. დაახურეთ თავსახური, შეანჯღრიეთ და შედეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით კი მშვენიერი საუზმე გექნებათ საკმარისი ენერგიით.
Discussion about this post