რამზან კადიროვის განცხადებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ, გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შენების მოძრაობის ლიდერი, დავიტ უსუფასვილი გამოეხმაურა:
“რამზან კადიროვს,
გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც; მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია – ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა, ტირანებთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და, არსად არ გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ. ”
რამზან კადიროვს, გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც…
Gepostet von David Usupashvili Official am Montag, 8. Juli 2019
Discussion about this post