ვერძი – აუჩქარებლად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას და კარიერულ წინსვლას. შეიძლება გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.
კურო – კარგი დღეა ცვლილებისა და საქმეებისთვის დასრულებისთვის. იყავით მეტად კომუნიკაბელური, მზად კონტაქტებისთვის. გადახედეთ კვების რაციონს, იქნებ რამე გაქვთ შესაცვლელი.
ტყუპი – დილით გამოიძინეთ, მეტად დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე, იყავით განმარტოებით. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხების მოგვარებას. ზოგიერთი გადაწყვეტს შეიცვალოს ვარცხნილობა, სამოსი, აქსესუარები.
კირჩხიბი – სიზარმაცის გამო შეიძლება ისეთი აქტიური და პროდუქტიული ვერ იყოთ, როგორც გსურთ. ლამაზ და სუფთა გარემოში დასვენება განწყობას გაგიუმჯობესებთ. ინტერნეტში იპოვით პაუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ლომი – დღეს დარწმუნდებით, რომ ცხოვრება მხოლოდ პრობლემებისგან არ შედგება. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ კარიერასა და პირად ცხოვრებაში. საღამო სეირნობას, ფლირტსა და წვეულებაზე დასწრებას დაუთმეთ.
ქალწული – შეიძლება ახალი მიზნები და სურვილები გამოგიჩნდეთ. სასურველის მისაღწევად მეტი მუშაობა მოგიწევთ. გამონახეთ დრო გარეგნობის გასაუმჯობესებლად. ურთიერთობაში, განსაკუთრებით ქალებს, მეტად უნდა დაუთმოთ.
სასწორი – სურვილები თავისით აგისრულდებათ, თქვენი ძალისხმევის გარეშე. კარგი დღეა პაემნის მოსაწყობად, მოგზაურობის დასაწყებად. ბიზნესმენები სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ფილიალის გახსნაზე დაფიქრდებიან.
მორიელი – დაძაბულობა მოგეხსნებათ. შეიძლება შეგეცვალოთ გარემო, ახალგაცნობილ ადამიანებთან მოგიწიოთ ურთიერთობამ. სამსახურის შემდეგ დაესწარით გამოფენას, კონცერტს. სასიამოვნო ნაცნობობა შეიძლება მსუბუქ ფლირტში გადაიზარდოს.
მშვილდოსანი – კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად. გადახედეთ ხელშეკრულებებს და თუ რამე არ მოგწონთ, ცვლილებები შეიტანეთ. ზოგიერთს ცხოვრებისეული კურიოზები ელის.
თხის რქა – ნუ დაისახავთ გრანდიოზულ გეგმებს და ეცადეთ, სამსახურში გვიანობამდე არ გაჩერდეთ. სასურველია, კარგად გამოიყურებოდეთ და ხშირად გაიღიმოთ. პარტნიორებთან და კლიენტებთან იყავით მსუბუქი და დაეხმარეთ მათ.
მერწყული – კარგი დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები და სამსახურში თვითგამოხატვასაც შეძლებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ზოგიერთი ინტერნეტნაცნობობას რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანს. ეს შეიძლება იყოს კავშირი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო ადრე შეჩერდა.
თევზები – სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად. საღამოს გამონახეთ დრო ბინის კეთილმოსაწყობად. სახლში ჰარმონიის შესაქმნელად. შეყვარებულებს რომანტიკული ვახშამი ელის. ზოგიც შინ მეგობრებს უმასპინძლებს.
Discussion about this post