სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კანონიერი ქურდების მკვლელობის დროს დაჭრილი ახალგაზრდა მიმტანი გოგონა, დღეს გარდაიცვალა. საწყალი გოგონა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არც მოსულა. გოგონა ჯერ მხოლოდ 22 წლის იყო.
დანაშაული 22 ნოემბერს მოხდა, სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში კანონიერი ქურდები დაცხრილეს, ამ დროს კი შემთხვევით გოგონასაც მოხვდა ტყვია. დაჭრილი გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
Discussion about this post