22 წლის გოგო ვერ დაწერს რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ვერ ჩამოწერს აბზაცებად, ვერ აღგიწერთ ტკივილებს.
რადგან, მე ერთი ვარ, კიდევ ვართ რამდენიმე, ღვთის წყალობით ცოტა.
ჰოდა, არასწორია რა, იმგზებზე მოგიყვეთ თქვენ რომ არასდროს გაივლით.
აბა რატომ დავიწყე წერა? რომ იცოდეთ. შენ , შენი მეგობარი, ოჯახის წევრი, ან უბრალოდ ნაცნობი, თუ მსგავსს გზაა დაადგება, სულ რომ გახსოვდეს, რომ ისიც ისევე გადარჩება, როგორც მე !!!
ისე, მთელი რიგი ადამიანები ფიქრობდნენ რომ, უბრალოდ ვერ ვიაზრებდი, არ მესმოსდა ეს რას ნიშნავდა კიბო. ამიტომ ვიყავი სულ გაღიმებული და სულ ვღადაობდი რომ ცხოვრებაში ხანდახან “ესეც მოსულა” არადა, სულ მინდოდა ამ ადამიანებისთვის მეკითხა, და რას ფიქრობთ, ვერც ტკივილს ვგრძნობდი? ვერც ქიმიის პირველი წვეთიდან დაწყებულ სხვა სამყაროში გადასვლას?
აღვიქვავდი, ვგრძნობდი, მესმოდა, მაგრამ როცა ყველაზე მეტად მტკიოდა, ყველაზე მეტად ვიღიმოდი.
ამ დღეს, პირველი ოპერაციის შემდეგ, ნაკერების ამოსაღებად მივიპრანჭებოდი.
22 წლის გოგო ვერ დაწერს რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.ვერ ჩამოწერს აბზაცებად, ვერ აღგიწერთ ტკივილებს.რადგან, მე…
Gepostet von Sopo’s blog • სოფოს ბლოგი am Dienstag, 15. Oktober 2019
Discussion about this post