ფოტოზე მოცემულია რამდენიმე ჯდომის მანერა, რომელიც თქვენი ფიქრსებისა და პეროვნულობის შესახებ ბევრ რამეს მიანიშნებს. ზოგადად სხეულის ენა თქვენს შესახებ იმაზე მეტს მეტყველებს ვიდრე წარმოგიდენიათ. მანამ სანამ ქვემოთ მოცემულ პოსტს წაიკითხავთ, ფოტოზე მოცემული 5 ჯდომის მანერიდან აირჩიეთ ერთ-ერთი, როგორც ძირითად შემთხვევებში ზიხართ ხოლმე:
- პირველი პოზიცია
თუ თქვენ ამ პოზიციაში ზიხართ, თქვენ ხართ ადამიანი რომელიც მუდმივად მიყვება დინებას. თქვენ არ ცდილობთ მოეკიდოთ ახალ საქმეებს და ნაკლებათ ფიქრობთ მომავლის შესახებ. თქვენ ხართ მშვიდი ადამიანი და გიყვართ ბუნებაში ყოფნა. თქვენ გაქვს თქვენი ცხოვრება, აკეთებთ რასაც გინდათ და ნაკლებათ გაინტერესებთ რას ამბობენ სხვები თქვენს შესახებ. თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი სივრცე, თქვენი საკუთარი სამყარო და ამასთან, არც ისე მეგობრული ხართ.
- მეორე პოზიცია
როდესაც თქვენ ამ პოზიციით ზიხართ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ საკმაოდ კრეატიული ადამიანი უამრავი იდეით. ჩვეულებრივ გიყვართ მარტო ყოფნა, რადგან ადამიანებს რთულად ენდობით. ასევე ფეხებ-გადაჯვარედინებული პოზიცია ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებისთვის საკმაოდ რთული დაიმსახურონ თქვენი ნდობა და კეთილგანწყობა.
თუმცა ამასთანავე თქვენ ხართ ძალიან კარგი მოსაუბრე. ძალიან კარგად შეგიძლიათ გაუგოთ სხვა ადამიანებს და მათი განსჯის ნაცვლად მაქსიმალურად აღმოუჩინოთ დახმარება.
- მესამე პოზიცია
ამ პოზიციაში ჯდომა მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან თავდაჯერებეული და საკმაოდ კარგად იაზრებთ თქვენს შესაძლებლობებს. ზუსტად იცით თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები და ისიც, თუ როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება. ხართ ექტროვერტი და გიყვართ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გადარება. ამასთან, მუდმივად ცდილობთ იყოთ ყურადღების ცენტრში. ხშირად იჩენთ ინიციატივებს და საქმეში გამოირჩევით მიზანდასახულობითა და თავდაჯერებულობით. უცხო ადამიანები ხშირად აღგიქვავენ როგორც ამპარტავან ადამიანს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.
- მეოთხე პოზიცია
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან მეგობრული და ძალიან პირდაპირი ადამიანი. ცდილობთ გულთან ახლოს არ მიიტანოთ პრობლემები და მუდმივად საუბრობთ იმაზე, რასაც ფიქრობთ. იმ შემთხვევაში თუ ვინმეს თქვენი დახმარება სჭირდება ამას აუცილებლად, მთელი გულით აკეთებთ. მუდმივად ცდილობთ იყოთ მხიარული და საშინლად ვერ იტანთ, როდესაც ვინმე იმედებს გიცრუებთ.
- მეხუთე პოზიცია
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ უსაზღვროდ მიტივირებული ადამიანი და გაქვთ ორგანიზების კარგი უნარი. ხართ პერფექციონისტი და ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ თუნდაც მცირე დეტალებს. ხართ ძალიან მომთმენი და მუდმივად ცდილობთ თავი აარიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შესაძლებელია წყობიდან გამოგიყვანოთ.
ეს მანერა ასევე მიანიშნებს, რომ ძალიან კარგად შეგიძლიათ საიდუმლოს შენახვა. ხართ კარგი მსმენელი და შეგიძლიათ ადამიანებს მისცეთ კარგი რჩევები. ძალიან კარგად ერკვევით ადამიანებში და მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ მათი სურვილები.
Discussion about this post