დიდი ხანია, რაც პომიდორი ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა. პომიდორს გარდა იმისა, რომ ვიყენებთ სალათებსა და სოუსებში, ასევე ვამზადებთ მის წვენს. იცოდით, რომ ჩვენი ორგანიზმისათვის ყველაზე სასარგებლო პომიდორის წვენის სახით მიიღება?
პომიდვრის წვენი ძალიან ნოყიერია, შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას თუ მის რეგულარულად მოხმარებას დაიწყებთ, ის ნამდვილად ჯანმრთელობას მოგიტანთ.
- პომიდვრის წვენი სავსეა ვიტამინებით
იგი შეიცავს A და C ვიტამინებს. მისი რეგალური მოხმარება ამცირებს თვალის მრავალ ქრონიკულ დაავადებებს, აძლიერებს იმუნურ სისტემასა და ხელს უწყობს კბილებისა და ძვლების გამაგრებას.
- ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
პომიდვრის წვენი სავსეა ჯანსაღი ბოჭკოებით, რომლებიც ეხმარებიან სხეულს კარგი ქოლესტერინის გაზრდასა და ცუდი ქოლესტერინის შემცირებაში.
- ასტიმულირებს ნაწლავის მოძრაობას
დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი განიცდის საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნაწლავების პრობლემებს. ასე რომ ამაში პომიდვრის წვენი დაგეხმარებათ. პომიდვრის წვენის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.
- ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების თავიდან აცილებას
პომიდორი მდიდარია B6 ვიტამინით, ამიტომ მისი წვენი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფიქტიკისათვის.
- ხელს უწყობს გარუჯვაში
დიახ, პომიდვრის წვენი არა მხოლოდ დალევაა შესაძლებელი, არამედ კანზე წასმა. იგი დაგეხმარებათ რუჯის მიღებაში და ასევე ხელს უწყობს კანის განახლებას.
- პომიდვრის წვენი ამცირებს კიბოს გაჩენის ალბათობას
სხვა სარგებელთან ერთად, პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, ეს არის ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმში კიბოს გაჩენის ალბათობას, მათ შორის ფილტვების, მკერდის, პანკრეასის, პროსტატისა და ნაწლავების კიბოს.
ვიმედოვნებთ, რომ შევძელით თქვენი დარწმუნება და დღეიდან მინიმუმ ჭიქა ტომატის წვენს მიირთმევთ ყოველდღე!
Discussion about this post