ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული თვისებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ პრობლემები სხვადასხვა სიტუაციებში. ამასთან გაგვაჩნია უნარი მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია და მნიშვნელოვანია, რომ მოვიძიოთ ჩვენთვის ოპტიმალური გზა, რომელიც პრობლემას ყველაზე მარტივად და უმტკივნეულოდ გადაწყვეტს. თუმცა, რა ხდება, იმ დროს როდესაც ჩვენი სხვადასხვა თვისებები ერთმანეთს ეჯიბრებიან?
ეს სურათი საკმაოდ რთულ კითხვას გისვამთ:
ფოტოზე ნაჩვენები ოთხი ადამიანებიდან, რომელ ერთს დაუთმობდით თქვენს ადგილს?
წარმოიდგინეთ: თქვენ ზიხართ ავტობუსში, თქვენს წინაშე არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა საჭიროებების გამო თქვენი ადგილის დაკავება სურთ. მათ შორის არიან:
– თქვენს წინაშეა დედა ახალშობილით.
– 85 წლის ქალი.
– ხელჯოხიანი კაცი, რომელსაც ფეხზე დგომა ძალიან უჭირს.
– მათხოვარი, რომელსაც ცხოვრებაში უამრავი ტანჯვა შეხვდა.
თქვენს შორის მხოლოდ ყველაზე დაკვირვებული იპოვის გამოსავალს. გაბედავთ მოიძიოთ უფრო გენიალური გამოსავალი, ვიდრე ის, რომლის შემოთავაზებასაც ამ წამს აპირებთ? სავარაუდოდ მიიღეთ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა გააკეთებდა. ამიტომ გირჩევთ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.
აბა რა იქნება ჩვენი გამოსავალი არსებულ სიტუაციაში:
ადგილს ახალშობილით დედას დავუთმობდი, რადგან ამრიგად, ერთდროულად ორ ადამიანს ვეხმარები, დედაც და შვილიც. მომავალი დედისთვის ადგილის დათმობით შეიძლება გარანტირებული იყოს მომავალი თაობის უსაფრთხოება.
ამის შემდეგ, ფეხზე დგომისას, მოხუც ქალს ვიჭერ, რომ არ დაეცეს. ხოლო მათხოვარს ფულს მივცემ, რათა მცირდით მაინც დავეხმარო.
დაბოლოს, მათხოვარს ვთხოვ, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. ამრიგად, მსგავსი მოქმედებით მხოლოდ ერთი ადგილით, მაგრამ დიდი ნებისყოფით, შეგვიძლია ერთდროულად 5 ადამიანს დავეხმაროთ.
Discussion about this post