ეს არის ერთგვარი თამაში და საიდუმლო ცოდნა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გჯერათ პალმისტიკის. ალბათ სწორედ ხელის გულზე გამავალი ხაზებით იშიფრება ჩვენი ბედისწერა. ეს არავინ იცის დანამდვილებით. მაგრამ თუ მაინც გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს აირჩიეთ ერთ-ერთი და გაეცანით შედეგებს.
ხელისგულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი არის გულის ხაზი. იგი მიანიშნებს სხვა ადამიანებთან საერთო ენის პოვნის შესაძლებლობაზე და თქვენი ბუნების ემოციურ მხარეზე.
გულის ხაზი გადის ხელის გულის გასწვრივ, საჩვენებელი და შუა თითების ქვეშ და პატარა თითის ქვეშ აღწევს ხელის მტევნის კიდეს. შეადარეთ ფოტოებზე ნაჩვენები გულის ხაზები თქვენს მარჯვენა ხელზე არსებულს და გაიგეთ რაზე მიანიშნებს ეს.
ვარიანტი 1
თუ თქვენს ხელზე გულის ხაზი იწყება შუა თითიდან ქვემოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ლიდერობის უნარი, თქვენ ხართ ამბიციური, დამოუკიდებელი და ჭკვიანი, რომელსაც შეუძლია სწორად შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. გარშემომყოფები ხშირად აღგიქვამენ, როგორც საკმაოდ ცივს და ამასთან ანგარიშგასაწევ ადამიანს თქვენი თანდაყოლილი თავშეკავების გამო.
ვარიანტი 2
გულის ხაზი შუა და საჩვენებელ თითს შორის მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ცდილობთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, იყავით ფრთხილი და წინდახედული. თქვენი ოჯახი და მეგობრები მიგიჩნევენ როგორც საიმედო პიროვნებას, რომელსაც ყოველთვის შეუძლიათ დაეყრდნონ.
ვარიანტი 3
თუ გულის ხაზი იწყება საჩვენებელი თითის ქვემოდან, ეს მიუთითებს ტაქტიკისა და სტრატეგიის შექმნის დიდ შესაძლებლობაზე. თქვენ დროს არ ხარჯავთ წვრილმანებზე. თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც უყვარს ძალიან დიდი გეგმების ფასახვა სამომავლოდ და ხშირ შემთხვევაში გიმართლებთ კიდეც.
ვარიანტი 4
თუ თქვენი გულის ხაზი იწყება საჩვენებელსა და ცერა თითს შუა, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ძალიან მომთმენი და მზრუნველი ხართ. სხვებთან კარგი ურთიერთობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, თქვენი საყვარელი ადამიანებსთვისაც კი, თქვენ არ ხართ მზად საკუთარი პრინციპები დათმოთ.
Discussion about this post