ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც ევროფესტივალზე კვიპროსს წარადგენს, კონკურსის ნახევარფინალშია. გოდუაძე პირველ ნომრად გამოვიდა და სიმღერა – Replay შეასრულა.ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.
შეეგახსენებთ, რომ საქართველო კონკურსს გამოეთიშა. საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2019″-ის ფინალში ვერ გავიდა – ის გამოდიოდა პირველ ნახევარფინალში, მე-11 ნომრად და სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.
Discussion about this post