ჩვენ ყველა ინდივიდუალური ვართ. ჩვენი სხეული არავის არ ჰგავს. შესაბამისად სხეულის ყველა ნაწილი ინდივიდუალურია. მათ შორის ჭიპიც. ჭიპის ფორმა ცხოვრების ყველა ეტაპზე იცვლება, ორსულობის, ჭრილობისა თუ პირსინგის შედეგად. ეს ყველაფერი თავის კვალს ტოვებს.
გავრცელებულია თეორია, რომ ჭიპის ფორმა განპირობებულია ადამიანის მახასიათებლებით.
მოდით ვნახოთ.
1.იმ შემთხვევაში თუ გამოწეული ჭიპი გაქვთ
მსგავსი ჭიპი მიანიშნებს მისი მფლობელის ძლიერ ხასიათზე. მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, პატივისცემა და სიყვარული თქვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
2. იმ შემთხვევაში თუ დიდი და ღრმა ჭიპი გაქვთ
ასეთი მუცლის პატრონი უაღრესად კეთილი ადამიანია. თქვენ არსდროს ახვევთ გარშემომყოფებს საკუთარ პრობლემებს, არ ხარ მათზე ჩამოკიდვას შეჩვეული. ასევე გამოირჩევით ინტელექტით.
3. იმ შემთხვევაში თუ პატარა ჭიპი გაქვთ
თქვენ იცით, თუ როგორ უნდა შეინახოთ საიდუმლოებები და მშვენივრად გესმით სხვა ადამიანების ნაკლოვანებების. მსგავსი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ნათესავებსა და მეგობრებს ენდობა. ასევე საკმაოდ სკეპტიკურად ხართ განწყობილი ცხოვრების მიმართ.
4.იმ შემთხვევაში თუ მრგვალი ჭიპი გაქვთ
ასეთი ჭიპი მეტყველებს მისი პატრონის დაბალ ენერგეტიკულ დონეზე. თქვენ არ ხართ დაინტერესებული ხელსაქმით, არ გიზიდავთ ფიზიკური დატვირთვა. თუმცა საკმაოდ გონიერი ადამიანი ბრძანდებით.
5.იმ შემთხვევაში თუ ოვალური ჭიპი გაქვთ
მსგავსი ჭიპის პატრონები გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით. თქვენ ძალიან მგრძნობიარე და მოუთმენელი ბრძანდებით.
6.იმ შემთხვევაში თუ ფართო ჭიპი გაქვთ
ადამიანები რომლებსაც მსგავსი ტიპის ჭიპი აქვთ გამოირჩევიან გონებრივი სიფხიზლით. თქვენ ნებისმიერ დროს მზად ხართ პრობლემის გადასაჭრელად. თქვენი ცხოვრების მთავარი პრინციპია, ისე მოექცეთ ხალხს, როგორც თვითონ გექცევიან.
Discussion about this post