13 რიცხვში დაბადებული 13-ში გარდაიცვალა, პირველი შეყვარებულის დაბადების დღეს და ზუსტად იმ ასაკში, რა ასაკშიც მშობლების ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობარი – სანდრო შავდია, ვისი სახელიც დაარქვეს…
ამ დამთხვევებზე„პრაიმტაიმს“ ტრაგედიის შემდეგ ექსკლუზიურად სანდროს დედამ, მანჩო გიორგობიანმა უამბო.
ეს არის ისტორია, რომელიც გარედან ფილმის სიუჟეტს გავს. და კიდევ ერთხელ იცით, ალბათ, რაში დარწმუნდებით? დედა-შვილობის მარადისობაში… მის უწყვეტ კავშირსა და მუდმივობაში.
ბრძოლა თავთან
მანჩო გიორგობიანი: – სამი წელია ჩემს თავს ვებრძვი, რომ თავი არ მოვიკლა. ეს ყველაზე ადვილია და სუსტი ადამიანის საქციელია. ეს არის ამ არაადამიანური ტკივილისგან და დარდისგან გაქცევა. მე მაქვს პასუხისმგებლობა დისშვილების, დედაჩემის მიმართ. მომაკვდავმა დამ თავისი ორი ბიჭი მე ჩამაბარა.
პირველ რიგში მხოლოდ ამიტომ არ მქონდა ამის ჩადენის უფლება… თორემ თავის მოკვლა ყველაზე დიდი კომფორტი იქნებოდა ჩემთვის. ვიღვიძებ ჯოჯოხეთში, ვიძინებ ჯოჯოხეთში. დღემდე მუდმივ ბრძოლაში ვარ, რომ ეს არ გავაკეთო.
სახელს დაემთხვა ბედისწერაც…
სანდრო რომ გააჩინა, მანჩო 23 წლის იყო. ხუთი საათის დასაწყისში დაბადებულ შავტუხა, ლამაზ შვილს მშობლებმა გარდაცვლილი მეგობრის სახელი დაარქვეს.
მანჩო: – ჩემი სანდრო რომ დაიბადა, სანდრო შავდია ახალი გარდაცვლილი იყო. ტრაგიკულად დაიღუპა. იარაღით თამაშობდა, ეგონა, მასრაში ტყვია არ იდო, მაგრამ გაუვარდა და თავში მოხვდა.
ჩვენი სამეგობროს სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი იყო. ძალიან დიდი დარტყმა იყო სანდროს გარდაცვალება… საბედისწერო დამთხვევაა. სანდრო შავდია რომ გარდაიცვალა, თვენახევარში ხდებოდა 22 წლის და ჩემი სანდროც ზუსტად ამ ასაკში წავიდა…
დედობა არც მაცადეს. არაჩვეულებრივი დედამთილ-მამამთილი მყავდა, დედ-მამასავით. მესამე შვილივით გაზარდეს სანდრო. შევიდოდი ოთახში, რომ დამეძინებინა და სანდროს საწოლი ბებია-ბაბუას ოთახში გადადგმული მხვდებოდა.
პირველი შვილიშვილი იყო ჩემი მშობლებისთვისაც. პრინცი იყო ყველგან, სამეგობროშიც პირველი შვილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სანდრო ამ გათამამებას იფერებდა. იყო ძალიან ზრდილობიანი, ხალისიანი, კარგი იუმორის მქონე, სასაცილოდ მამაკაცური… განაგრძეთ კითხვა
Discussion about this post