დღეს, 12 აპრილს სურვილების ასრულების დღეა.
ნახეთ. რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც ეს სხვებზე მეტად ეხება?
ვერძი
მოერიდეთ წვრილმანებზე გამოკიდებას. ნუ გააკეთებთ ისეთ საქმეებს, რაც დაგავიწყებთ, რომ დასვენების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ ნერვების დამშვიდებას, გამოჯანმრთელებას.
კურო
კონფლიქტები და ჩხუბი საყვარელ ადამიანებთან შეიძლება ადვილად წარმოიშვას არაფრის გამო. ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ქმედებები.
ტყუპი
მოერიდეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას, “ორი ბატონის მსახურებას”. ეს გაორება დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
კირჩხიბი
მთავარია დღეს არ ჩავარდეთ თქვენს საყვარელ მდგომარეობაში – დეპრესიაში; თუმცა, საუკეთესოა კომუნიკაციის შემცირება იმ ადამიანებთან, ვინც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს.
ლომი
დღეს თაღლითების მსხვერპლად გახდომის ალბათობა ბევრჯერ გაიზრდება, ამიტომ არ უნდა დაიწყოთ საუბარი უცხო ადამიანებთან, რაც არ უნდა საინტერესო საუბრის თემა შემოგთავაზონ.
ქალწული
არ არის რეკომენდებული თქვენი პირადი და – განსაკუთრებით! – ფინანსური საქმეების უცხო ადამიანებთან გარჩევა. მათ შორის შეიძლება იყოს უარყოფითი ენერგიის მქონე ადამიანი.
სასწორი
სერიოზული და გახანგრძლივებული კონფლიქტის შესაძლებლობის გამო აუცილებელია საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციის შეზღუდვა: თუნდაც ერთ სახლში ცხოვრობთ, ეცადეთ, ნაკლები კომუნიკაცია გქონდეთ მასთან.
მორიელი
დღეს თქვენთვის პასიური დასვენებაა რეკომენდებული. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. სასურველია, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება, ბუნებაში გასეირნება.
მშვილდოსანი
არავის მისცეთ უფლება განწყობა გაგიფუჭოთ – გულთან ახლოს ნუ მიიტანთ თქვენს მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანთა სიტყვებს: ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობენ თქვენზე სხვები?
თხის რქა
ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობთან, რომელიც შესაძლოა დღეს თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს: მიუხედავად მისი მომხიბვლელობისა და მიმზიდველობისა, ის შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს იმისგან, რისი გამოჩენაც სურს.
მერწყული
დღეს თავად გახდებით საუკეთესო თანამოსაუბრე საკუთარი თავისთვის – მხოლოდ თქვენ შეძლებთ სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვებზე პასუხის გაცემას; გარშემო მყოფები ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არ აქვთ სრული ინფორმაცია.
თევზები
ყოველთვის საჭიროა ყოველი სიტყვის გულდასმით აწონა, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: დიდია იმის რისკი, რომ ზედმეტი თქვათ და ამით გააფუჭოთ ურთიერთობა ახლობელ ადამიანთან, რომლის გაუმჯობესებაც მომავალში იოლი არ იქნება.