იმ შემთხვევაში თუ დაიღალეთ ყოველდღიურობით და თქვენი ფანჯრიდან გადაშლილი ხედიც უკვე მიმზიდველად აღარ გეჩვენებათ, მაშინ ცოტა ხნით დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში. ამაში კი ჩვენს მიერ შედგენილი სურათების სია დაგეხმარებათ.
- ზღაპრული ხედი სახურავიდან, ქალაქი მურენი, შვეიცარია

კელიმუტუს მთის კრატერული წარმოშობის ტბები, ინდონეზია

უნიკალურია იმით, რომ ვულკანის კრატერში გვერდიგვერდ განლაგებულია სამი სხვადასხვა ფერის ტბა. ამასთან, ამ უცნაურ ტბებს საოცარი თვისება აქვთ – ისინი პერიოდულად ქამელეონივით ფერს იცვლიან.

ხელოვნურად შექმნილი ბრინჯის ტერასები პროვინცია იუნანში, ჩინეთი

წყლით სავსე მრავალსართულიანი მინდვრების სარკისებრ ზედაპირზე ასობით მზის სხივი აირეკლება. ბუნების ფერების სიუხვე ნამდვილად მომაჯადოვებელ სურათს ქმნის.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური ანანასი სოფელ ბატურსტში, სამხრეთ აფრიკა

გასაოცარი იქნება საძინებლის ფანჯრიდან ასეთი ხედის დანახვა, არა?

ასეთია „ირმის ნახტომის“ ხედი ჰავაის ცაზე

იხილეთ ავსტრალიური ეზოს შესანიშნავი ხედი

იელოუსტოუნის ეროვნული პარკი, ალიონის დიდების ტბა

ადრე ტბის წყალი საოცრად ლურჯი-იასამნისფერი იყო, მაგრამ ტურისტების მიერ ჩაყრილი მონეტების, ქვების და სხვა ნივთების გამო წარმოქმნილი მიკროორგანიზმების წყალობით მან ფერი შეიცვალა. ტბის სიღრმე 2 კმ-ზე მეტია, ხოლო ტემპერატურა 90 °C აღწევს.
ხედი საჰაერო კოსმოსური აპარატის პილოტის კაბინიდან

ძველი წყალსაცავი ტიპერერიში, ირლანდია. შესასვლელი წყალქვეშა სამფლობელოში

მდინარე კრისტალ რივერი

როგორც კი მექსიკის ყურეში წყალი გაგრილდება, ზღვის დიდი ბალახისმჭამელი ცხოველები – ამერიკული ლამანტინები, დასავლეთ ფლორიდის მომცრო მდინარე კრისტალ რივერის თბილ წყალს აფარებენ თავს. ლამანტინი მეტისმეტად ზანტი და მშვიდობიანი ცხოველია, ძალიან უყვარს მოფერება: აქაურ მრავალრიცხოვან ტურისტ-დაივერებთან შეხვედრისას ლამანტინები ამას აქტიურად გამოხატავენ.
Discussion about this post