შემთხვევითი არ არის, რომ ქათმის კვერცხი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს აუცილებელი ინგრედიენტია. კვერცხი წარმოუდგენლად ჯანმრთელია, იგი შეიცავს ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებსა და მინერალებს. ამავდროულად მისი კვებითი ღირებულება ძალიან დაბალია.
10 ფაქტი კვერცხის სწორად ასარჩევად
კვერცხი არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ გემრიელია. მისგან შეგიძლიათ უამრავი საკვების მომზადება.
- კვერცხის გული ნარინჯისფერი უნდა იყოს
მიუხედავად იმისა, რომ ნარინჯისფერი და ყვითელი გულის მქონე კვერცხი ერთი და იგივე კვებითი ღირებულების არის, მასში დიდი სხვაობაა. ნარინჯისფერი კვერცხის გული მიანიშნებს იმაზე, რომ ქათამი რომელსაც მსგავს კვერცხს დებს, მისი დღის რაციონი ბგაცილებით მდიდარია.
- მხოლოდ ერთი კატეგორიის კვერცხის შეძენა
ბევრს სჯერა, რომ მხოლოდ ერთი კატეგორიის კვერცხი უნდა შეიძინოს, თუმცა ეს მოსაზრება არაფერს ემყარება. ერთი კატეგორიის კვერცხები არის 55-65 გრამი, მეორე – 45-55 გრამი, ხოლო მესამე 35-45 გრამი.
ახალგაზრდა ქათამი ჩვეულებრივ პატარა კვერცხებს დებს, მაგრამ კვერცხის ზომა შეიძლება განსხვავდებოდეს ჯიშის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ კვერცხის ზომა არანაირად არ მოქმედებს მის კვებით ღირებულებაზე.
- დიეტური კვერცხი
თუ კვერცხს აწერია D – „დიეტური“, ის უნდა გაიყიდოს ერთი კვირის განმავლობაში. დიეტური კვერცხები ზოგადად, უფრო ახალია და შესაბამისად ძვირი.
- ფერმის ქათმის კვერცხი უფრო სასარგებლოა
ფერმაში არსებული ქათმები არ სხედან გალიაში და კვერცხსაც არ დებენ კონვეირზე. თუმცა გასთავლისწინებელია, რომ კონვეირზე უფრო ადვილია კვერცხუჯრედების სანიტარული მდგომარეობის კონტროლი.
- “ძვირი კვერცხი ჯობია”
მწარმოებელი ადგენს კვერცხის ფასს ძალიან ბევრ ფაქტორზე: ქათმების შენახვა, ბაზრის მდგომარეობა და ინვესტიცია მარკეტინგისათვის. კვერცხის რეკლამირება გავლენას ახდენს მის ფასზე. თუმცა გახსოვდეთ, რომ მათი თვისებები ფასზე არ არის დამოკიდებული.
- კვერცხის ჭამამ, შესაძლოა სალმონელა შეგძინოთ
სალმონელა არის პათოგენური ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს ქათმების ნაწლავებში. ადამიანში სალმონელას არსებობას, შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ნაწლავის ინფექცია, სალმონელოზი.
- კვერცხი შეიცავს ანტიბიოტიკებს
სამწუხაროდ, ეს არ არის გამორიცხული. ანტიობიოტიკებს იყენებენ მეფრინველეობის ინდუსტრიაში – ეს ცნობილი ფაქტია. რისკის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია კვერცხი შეიძინოთ სხვდასხვა მწარმოებლისაგან.
- არ შეიძინოთ კვერცხი უცნობი მწარმოებლისგან,
არ შეიძინოთ კვერცხი უცნობი მწარმოებლისგან, რადგან არ ვიცით ისინი თანბრად ექვემდებარებიან თუ არა სანიტარულ კონტროლს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში პოპულარული ბრენდების კვერცხები უფრო ახალი და ხარისხიანია.
- კვერცხი დიდ ხანს არ ინახება
სინამდვილეში კვერცხის შენახვა დიდი ხანი შეგიძლიათ -2 გრადუსიდან 0 გრადუსამდე შესაძლოა 90 დღე შეინახოთ.
- ვარგისიანობა
სამწუხაროდ მაღაზიაში კვერცხის ვარგისიანობას აკორექტირებენ. თუ თქვენს ეჭვი გექნებათ კვერცხის ვარგისიანობაში, გამყიდველს სთოხვეთ დოკუმენტები, სადაც მითითებული იქნება წარმოების თარიღი.
Discussion about this post