10 საკვები, რომელებიც შესანიშნავად წვავს ცხიმს და შეიცავს უფრო მეტ ცილას, ვიდრე კვერცხი
ნაკლები ცხიმი და ნახშიწყლები, მეტი ცილა
ცილა ადამიანის კვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ისინი ჩვენი კუნთების, ლიგატების, მყესების საშენი მასალაა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის, ფრჩხილების, ძვლების გამაგრებაში.
ცილების ძირითადი ელემენტია ამინომჟავები. მაგრამ ამინომჟავები აუცილებელი არაა მხოლოდ ცილების სინთეზისათვის, არამედ ისეთი ნაერთების წარმოებისათვის, როგორიცაა ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების რეგულირებაში.
ჯანმრთელობის შესანარჩულებლად აუცილებელია, რომ სხეულმა მიიღოს საკმარისი რაოდენობით ამინომჟავები. ცილები შესაძლოა იყოს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის. თუ თქვენ ისეთი ადამინაი ხართ, რომელიც არ მოიხმარს ცხოველურ პროდუქტებს, მაშინ რეკომენდირებულია მიიღოთ თხილი, პარკოსნები, ასევე ხილი და ბოსტნეული. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.
10 ყველაზე მაღალი ცილის შემცველი პროდუქტი
- ბარდა
მცენარეული ცილის შესანიშნავი წყარო. ბარდა არ არის გამონაკლისი. ერთქი ჭიქა ბარდა შეიცავს დაახლოებით 8 გრამ ცილას, რაც დაახლოებით უდრის 1 ჭიქა რძეში შემავალი ცილების რაოდენობას.
- კაკაოს ფხვნილი
ერთი კოვზი დაუშქარებელი კაკაო შეიცავს 1 გრამ ცილას. კაკაო ასევე მდიდარია მაგნიუმითა და კალციუმით.
- კინოა
ბურღულეულის უმეტესობა მცირე რაოდენობით შეიცავს ცილებს. კინოა კარგი მაგალითია. მისი ამინომჟავების შემადგენლობა ძალიან მდიდარი და დაბაბალანსირებულია, ასევე ახლოსაა რძის ცილების შემადგენლობასთან. იგი შეიცავს 9 ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
- ოსპი
ოსპი ძალიან მდიდარია ცილებით. იგი მაღალკალორიული საკვებია და უზრუნველყოფს ხანგრძლივ გაჯერებას. ოსპი ასევე ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
- გოგრის თესლი
ერთი ჭიქა გოგრა შეიცავს 12 გრამ ცილას. ისინი მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით, რკინითა და თუთიით.
- წიწიბურა
ცილებით მდიდარი საკვები, რომელიც ვეგეტარიანული სამზარეულოსთვის ხორცის შემცველად ითვლება, ხოლო კვებითი ღირებულება ძალიან დაბალი აქვს.
- დიეტური საფუარი
დიეტური საფუარი არ აგერიოთ ჩვეულებრივ საფუარში. იგი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, სელენსა და თუთიას. ისინი ფართოდ გამოიყენება ვეგეტარიანული სამზარეულოსათვის.
- სპირულინა
ეს უნიკალური წყალმცენარე მცენარეული ცილის უმდიდრესი წყაროა. 100 გრამი შეიცავს 57 გრამ ცილას. მას აქვს შესანიშნავი უნარი, რათა გამოყოს ორგანიზმიდან ტოქსინები, მეტაბოლური პროცესების ნორმალიზება და ასევე ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების მოცილებას.
- წითელი წყალმცენარეები
მდიდარია ვიტამინებითა და ამინომჟავებით. შეიცავს 16%-მდე ცილას, იოდს, კალიუმსა და რკინას.
- ავოკადო
100 გრამი ავოკადო შეიცავს 3 გრამ ცილას, ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვან ცხიმოვან მჟავებს.
Discussion about this post