ზოგადად არსებობს უამრავი გამოთქმა, რწმენა ან ცრურწმენა, რომ ზოგიერთი ქმედება მოსალოდნელ უბედურებაზე მიანიშნებს. მათ შორის არის სარკის გატეხვასთან დაკავსირებული საკმაოდ ცნობილი „ცრურწმენა“, ასევე შავ კატასთან დაკავშირებული. თუმცა წინამდება სტატიაში ამჯერად გიამბობ სრუალიად სხვა მინიშნებებზე, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს სჯეროდა და დღემდე ჯერა.
გემზე ბანანის ატანა არ შეიძლება
ზოგადად მეზღვაურები ზღვაში მოსალოდნელი უამრავი უბედურების გამო ძალიან ცრუმორწმუნეები იყვნენ და დიდ ყურადღებას აქცევდნენ სხვადასხვა დეტალს. მათ შორის იყო გემზე ბანანის არსებობა, რომელიც მეზღვაურების აზრით უბედურებაზე მიანიშნებდა. ეს გამოწველი იყო იმით, რომ მე-18 საუკუნეში, ამერიკიდან, კერძოდ კარიბის ზღვიდან მომავალი გემები, რომლებიც ბანანით იყო დატვირთული ძირითადად ვერ აღწევდა ევროპამდე. შესაბამისად დიდი ხნის განმავლობაში გემზე ბანანის არსებობა ავის მომასწავებელი იყო. მეზღვაურები ასევე ერიდებოდნენ გემბანზე სტვენას, რადგან მიაჩნდათ რომ ამას შესაძლებელია ძლიერი ქარი და შტორმი გამოეწვია.
დაბადების დღის მოლოცვა წინასწარ
ზოგიერთ ქვეყანაში დაბადების დღის წინასწარ მილოცვა მიუღებელია. ასეთი ქვეყანაა მაგალითად გერმანია, სადაც მიაჩნიათ, რომ ეს წარუმატებლობის მომტანია. ამასთან, გერმანელები დაბადების დღის აღნიშვნას არასდროს არ იწყებენ წინასწარ და მოთმინებით ელიან შუაღამის დადგომას.
პარასკევს საწოლზე თეთრეულის შეცვლა
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ პარასკევს საწოლზე ლეიბის გადაბრუნებამ და ზეწრების შეცვლამ შესაზლებელია გამოიწვიო ღამის კოშმარები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ იგივეს გაკეთება არ შეიძლება კვირა დღეს.
გემის სახელის ცვლილება
ლეგენდის მიხედვით, გემებზე სახელის სეცვლამ შესაძლებელია უბედურება გამოიწვიოს, რადგან ეს აღაშფოთებს პოსეიდონს. ამასთან, თუ მაინც გადაწყვეტთ გემისთვის სახელის შეცვლას, აუცილებელია ძველი სახელი წაიშალოს ყველგან სადაც კი იქნება.
პარასკევი 13
ზოგიერთ ქვეყანაში პარასკევი დღე, რომელიც 13 რიცხვია ძალიან ავისმომასწავებლად მიაჩნიათ. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია ინგლისურენოვან ქვეყნებში.
ლუდის არევა
ჩეხეთში კატეგორიულად ერიდებიან ლუდის არევას. ანუ თუ კათხაში ლუდი ჩარჩენილია და მასში სხვა ლუდს შეურევთ ამან მათი აზრით შესაძლებელია დიდი უბედურება გამოიწვიოს.
ყვითელი კაბა
ესპანელებს მიაჩნიათ, რომ ყვითელი კაბის ჩუქება უბედურებაზე მიანიშნებს. თანდათან ეს ცრურწმენა არა მხოლოდ აკბებზე, არამედ ყველა სახის ყვითელ ნივთზე გავრცელდა. ამასთან ესპანელები ერიდებიან ყვითელი კაბის ჩაცმას ისეთ ადგილას, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება.
ბავშვის ქება
მაგალითად სერბეთში ძალიან ცუდ ტონად ითვლება ბავშვის შექება. ანუ თუ სერბ ბავშვს ეტყვი, რომ ძალიან ლამაზია, მიაჩნიათ, რომ ამან შესაძლოა ბავშვის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. ასეთი ცრურწმენა ნაწილობრივ გავრცელებულია საქართველოშიც.
თევზის გადაბრუნება მისი ჭამის დროს
ჩინეთში თევზის ჭამის დროს მისი გადაბრუნება ცუდ ნიშნად მიიჩნევა. ისინი თვლიან, რომ ამ ქვედებით შესაძლოა ზღვაში მყოფ მეზღვაურებს საფრთხე შეექმნას, ამიტომ ისინი მსგავს ქმედებას მაქსიმალურად ერიდებიან.
Discussion about this post