დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 29 წლის სერგი შტააძეა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავის თქმით, ახალგაზრდა კაცის ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება, თუმცა შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ცხედარი დიდ დიღომში გუშინ იპოვეს. ის სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და ახლობლები ეძებდნენ.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: მთავარი

https://www.effectivegatecpm.com/y1wwkmpwqa?key=eed620946991d08ced0747d760dae806











