საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ, 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 79.170 მლნ დოლარის ღირებულების მინის ბოთლები, ბოცები, ქილები შემოვიდა. ეს კი თითქმის 9 მლნ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2024 წელს ქვეყანამ 70. 638 მლნ დოლარის მინის ჭურჭელი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ როგორ სხვა წლებში, 2025 წელსაც საქართველოში მინის ჭურჭელი/ბოთლები ძირითადად რუსეთიდან შემოვიდა, მასზე მთლიანი იმპორტის თითქმის 50% მოდის. მეორე ადგილს სომხეთი იკავებს, ხუთეულში შედიან ჩინეთი, აზერბაიჯანი და მათ შორის, ომში მყოფი უკრაინა.
საქართველო მინის ბოთლების 50% რუსეთში ყიდულობს
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც 2025 წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით მინის ჭურჭელი, მათ შორის, ბოთლები შეიძინა:
- რუსეთი – 38.805 მლნ დოლარი
- სომხეთი – 27.459 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი – 2.356 მლნ დოლარი
- ჩინეთი – 2.187 მლნ დოლარი
- უკრაინა – 1.848 მლნ დოლარი


































