სომხეთის მთავრობამ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების სხელმწიფო ბანკ KfW-სთან საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის წინადადება დაამტკიცა, რომელიც პროექტ “კაკავკასიის ენერგეტიკულ ქსელ-მეორე ფაზას” ეხება. ასევე, დამტკიცდა სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის წინადადება ევროკავშირის პროგრამის, “კავკასიის ენერგეტიკულ ქსელ მეოთხე ფაზასთან” დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ArmInfo ავრცელებს.
ორივე დოკუმენტი დამატებით 120 მლნ ევროს საკრედიტო სახსრებისა და 15 მლნ ევროს საგრანტო რესურსის მიზიდვას ითვალისწინებს.
“კავკასიის ენერგეტიკული ქსელის” პროექტი სომხეთ-საქართველოს ელექტროგადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებს ეხება. პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების დაკავშირება 500/400/220 კვ მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამყვანი ქვესადგურის გამოყენებით, რომლის საბოლოო სიმძლავრე 1050 მეგავატს შეადგენს. ის საქართველოს საზღვართან, სომხეთის აირუმში აშენდება.


































