საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომლის სამიზნეც ერ-რიადის დიპლომატიური კვარტალი იყო.
უწყების ცნობით, „მტრული დრონი“ დიპლომატიურ კვარტალთან მიახლოების მცდელობისას ჩამოაგდეს.
საუდის არაბეთის სხვა ადგილებში, დაახლოებით იმავე პერიოდში, კიდევ სამი დრონი გაანადგურეს.
ცნობისთვის, ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალში უცხო ქვეყნების საელჩოებია განთავსებული.





































