• Latest
პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძესა და მასთან ერთად დაკავებულებზე – საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის – არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად, არცერთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

March 13, 2026
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება

March 13, 2026
ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

March 13, 2026
საქართველო ყოველწლიურად 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს – მთავარი იმპორტიორი რუსეთია

საქართველო ყოველწლიურად 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს – მთავარი იმპორტიორი რუსეთია

March 13, 2026
ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

March 13, 2026
ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

March 13, 2026
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წევრებსა და ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წევრებსა და ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ

March 13, 2026
მეწყერის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

მეწყერის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

March 13, 2026
მინისტრის მოადგილე – ტყიბულის მუნიციპალიტეტში  მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან

მინისტრის მოადგილე – ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა – ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან

March 13, 2026
ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

March 13, 2026
მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

March 13, 2026
ერაყში საწვავის შემავსებელი აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ერაყში საწვავის შემავსებელი აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა

March 13, 2026
დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა – ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა

დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა – ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა

March 13, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Genews
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
No Result
View All Result
Logo
No Result
View All Result

პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძესა და მასთან ერთად დაკავებულებზე – საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის – არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად, არცერთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

March 13, 2026
in საზოგადოება, სამართალი
0
პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძესა და მასთან ერთად დაკავებულებზე – საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის – არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად, არცერთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის – არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად არცერთ მათგანთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არცერთ ბრალდებულს აღნიშნულ საკითხზე, პროკურატურისთვის არ მიუმართავთ, თუმცა მიმართვის შემთხვევაში უწყება, აღნიშნულ განცხადებას განიხილავს.

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ვლადიმერ ღუდუშაურს, ისე სხვა ბრალდებულებს შეუძლიათ, რომ მოგვმართონ. დღეის მდგომარეობით, არცერთი განცხადება არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად არცერთ მათგანთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

თუმცა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით სურვილი რომ აქვთ, ამას დიდი ხანია აცხადებენ, თუმცა განცხადებით არ მოგვმართავენ. მომართვის შემთხვევაში კი განცხადებას აუცილებლად განვიხილავთ, ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება სურთ თუ არ სურთ, ესეც საუბრის დონეზეა“,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ვლადიმერ ღუდუშაურის გამოკითხვას, პროკურორის განცხადებით, მოწმემ დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ შესყიდვები ჯუანშერ ბურჭულაძის პირდაპირი დავალებით მიმდინარეობდა და ამაში ჩართული იყო, მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ვლადიმერ ღუდუშაური დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა ის, რომ შესყიდვები ჯუანშერ ბურჭულაძის პირდაპირი დავალებით მიმდინარეობდა, ამაში ასევე ჩართული იყო მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა. ყველაფერი აღიარა ბრალდებულმა.

რაც შეეხება სატენდერო კომისიის მუშაობას, ყველა მოწმემ, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ამ კომისიასთან და სასამართლოში გამოიკითხნენ დაადასტურეს, რომ კომისია ფორმალურად ტარდებოდა, კომისიის წევრები ერთმანეთს არ ხვდებოდნენ და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხელს ფორმალურად აწერდნენ“,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხება, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძისმოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ShareTweetShare

Related Posts

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა
მსოფლიო

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

March 13, 2026
ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ
რეგიონი

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

March 13, 2026
მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია
რეგიონი

მეწყრის ჩამოწოლის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

March 13, 2026
დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა – ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა
მსოფლიო

დუბაიში აფეთქებების ხმები ისმოდა – ქალაქის ცენტრში შენობა დაზიანდა

March 13, 2026
პროკურატურა – პირს, რომელმაც გასული წლის 22 ივნისს, ლაგოდეხში ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, გასაშველებლად მისულ ადამიანს კი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საზოგადოება

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Recent Posts

  • Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება
  • ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში
  • საქართველო ყოველწლიურად 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს – მთავარი იმპორტიორი რუსეთია
  • ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა
  • ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

Recent Comments

No comments to show.

Archives

  • March 2026
  • February 2026
  • January 2026
  • December 2025

Categories

  • Uncategorized
  • ბიზნესი
  • კონფლიქტები
  • მსოფლიო
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი

Browse by Category

  • Uncategorized
  • ბიზნესი
  • კონფლიქტები
  • მსოფლიო
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი

Recent News

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7260 ლარად ივაჭრება

March 13, 2026
ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

March 13, 2026

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.