ხშირად გვგონია, რომ საფრთხე გარედან მოდის, თუმცწ ზოგჯერ, რეალური რისკი ჩვენს სამზარეულოში იმალება. ეს პროდუქტები შეიძლება მომაკვდინებელი იყოს… მაგრამ სიფრთხილით მომზადების შემთხვევაში, ისინი გემრიელი და სასარგებლო კერძებად იქცევა.
მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი საკვები წელიწადში 200-ზე მეტ ადამიანს კლავს – და მაინც, მილიონობით ადამიანი აგრძელებს მის მირთმევას.
მანიოკი – პროდუქტი თუ შხამი?
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ის შეუცვლელი პროდუქტია. ის 800 მილიონზე მეტ ადამიანს მოჰყავს, მაგრამ სინამდვილედი ჩუმი მკვლელია, რადგან მის კანის ქვეშ ციანიდი იმალება.
შესაბამისად, თუ ის სწორად არ მომზადდა შეუძლია გამოიწვიოს პარალიზი, კრუნჩხვები და სიკვდილიც კი.
წელიწადში 200-ზე მეტი ადამიანი იღუპება მისო მირთმევის შემდეგ.
კიდევ ერთი მომაკვდიბებელი საკვებია ფუგუ, რომელიც იაპონურ სუფრებზე ხვდება
ფუგუ, ანუ ბუშტა თევზი, იაპონიის ლეგენდაა. იშვიათი კერძი მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს. თუმცა საკმარისია ერთი შეცდომა მის მომზადებაში და ყველაფერი მთავრდება.
მისი ტოქსინი ციანიდზე 200-ჯერ ძლიერია და იწვევს პარალიზს, სუნთქვის გაჩერებას და სიკვდილს. ეს მითი არ არის. ამ თევზს მხოლოდ უმაღლესი დონის მზარეულები ამზადებენ.
კარამბოლა – ლამაზი, ტკბილი და ტოქსიკური საკვები
მისი ფორმა პატარა ვარსკვლავს ჰგავს, მაგრამ თუ ადამიანს თირკმელების პრობლემები აქვს, შეიძლება კომაში ჩავარდეს. კარამბოლა შეიცავს ნეიროტოქსინს, რომელიც განსაკუთრებით საშიშია სუსტი თირკმელებისთვის. სლოკინი, გაფანტულობწ, ნევროლოგიური დარღვევები, ჰალუცინაციები – ამისატვის ერთი ლუკმაც საკმარისია. და მაინც, ის იყიდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
კურკები და თესლები – საფრთხე, რომელიც შეუმჩნევლი რჩება
ბევრს აქვს ჩვევად მათი მირთმევა, მაგრამ ალუბლის, ვაშლის და გარგრის კურკები შეიცავს ამიგდალინს, რომელიც კუჭში გარდაიქმნება ციანიდად. ეს ფაქტი ცოტამ თუ იცის.
სინათლეზე დატოვებული კარტოფილი მწვანდება და ხდება ტოქსიკური. მასში წარმოიქმნება სოლანინი, რომელიც იწვევს ღებინებას, ნერვულ დარღვევებს, ჰალუცინაციებს და ზოგჯერ კომას.
უმი ნაღები კაშიუს თხილი – პოტენციურად საშიში პროდუქტი
უმი კაშიუ ტოქსიკურია. მაღაზიაში ნაყიდი ყოველთვის დამუშავებულია, და ეს შემთხვევითი არ არის, რადგაბ იგი შეიცავს ურუშიოლს – ნივთიერებას, რომელიც მომწამვლელია. ის იწვევს ანთებას, დამწვრობებს, გამონაყარს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივირთვათ, თუ არ არის თერმულად დამუშავებული.
ჯავზის კაკალი – სუნელი თუ ძლიერი ფსიქოტროპი?
თუნცა აგრეთვე, ის წარმოადგენს ძლიერ ფსიქოტროპულ ნივთიერებას. მცირე დოზით კერძში ის უვნებელია, თუმცა ორმა ჩაის კოვზმა შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, გულისრევა და გონებრივი დარღვევები რამდენიმე დღის განმავლობაში. ჯავზი, სუნელია…
ველური სოკოები – უდიდესი საფრთხე
ყოველწლიურად, მომწამვლელი სოკოს მიღების შედეგად ოჯახები ხვდებიან კლინიკებში. მწვანე ბუგუ (Amanita phalloides), რომელიც „სიკვდილის სოკოდ“ არის ცნობილი, ძალიან ჰგავს საკვებ სოკოებს, მისი ტოქსინები კი შეუქცევადია.
რუბარბი – მისმა ფოთლებმა შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს
მისი ღერო გემრიელია და გამოიყენება ტორტებსა თუ მურაბებში, მაგრამ ფოთლები სავსეა ოქსალის მჟავით – შხამით, რომელიც აზიანებს თირკმელებს.
უმი წითელი ლობიო – საკმარისია მხოლოდ ერთი მუჭა და…
თუ სწორად არ მოიხარშა ის ხდება ტოქსიკური. ამის მიზეზი ფიტოჰემაგლუტინინია. ის იწვევს მძაფრ ღებინებას და ტკივილს. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მინიმუმ 10 წუთით მოხარშვა.