დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იმართება.
კომისია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს უსმენს.
საუბარი აქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეს შეეხო.
„ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი?“, – მიმართა წულუკიანმა გურგენიძეს.
„ეს ასეა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მთელმა საზოგადოებამ იცის. რა თქმა უნდა, დადასტურებული ფაქტია, ამას არც სასამართლო და არც პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, ეს ყველა დოკუმენტშია“, – უპასუხა სტუ-ს რექტორმა.
„იცით რატომ ვკითხულობ, რომ ეს ქალბატონი გამოდის და ამბობს, რომ უქონელია, ლამის უპოვარია, ბებიამ დაუტოვა [ქონება] და ძალიან თავს ისაწყლებს. გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ ფართში, მან თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო. პლუს, კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შესძლებოდა. უფრო მეტიც, ჩამოიშორეს რექტორი ხუროძე, ჩამოიშორეს რექტორი მოწონელიძე. ასევე, მე მახსოვს, რომ საზოგადოებაში იყო დიდი უკმაყოფილება, ბევრი სტატია იბეჭდებოდა მაშინ და არაერთი ჟურნალისტი შესაშური სიმამაცით აშუქებდა ამ უბედურებას, რაც უნივერსიტეტის თავზე ტრიალებდა. ამ ამბავს, მაშინაც კი, უხმაუროდ არ ჩაუვლია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.