აშშ-ში, ორეგანოს შტატში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბავშვები 2, 5 და 7 წლისები იყვნენ.
ჯერჯერობით პოლიციას არ უთქვამს რა იყო გარდაცვალების მიზეზი. ჯერჯერობით არ სახელდება გარდაცვლილთა ვინაობაც.
პოლიციას მათი გარდაცვალების შესახებ მამაკაცმა შეატყობინა, რომელიც სახლში დაბრუნდა და ცხედრები იპოვა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო: primetime