ცენტრალურ მიანმარში, კიდევ ერთი ძლიერ მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.
ქვეყნის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის დეპარტამენტის ცნობით, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე, მანდალაის რეგიონში, ქალაქ ვუნდვინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა.
ცნობისთვის, 28 მარტს, მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო საუკუნის განმავლობაში. სტიქიის შედეგად დაიღუპა 3645 ადამიანი. განადგურდა სახლები და მაღალსართულიანი შენობები. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვების, წყლის და თავშესაფრის გარეშე დარჩა.