წარმოგიდგენთ ხრიკებს, რომლებიც ჰოსტელში დაბინავებისას უნდა გამოიყენოთ უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილების მისაღებად:
იქონიეთ ჩანთის ჩამკეტი
ასე თავიდან აიცილებთ შესაძლო ქურდობას.
იქონიეთ დასაკეცი თეთრეული
ჰოსტელში შესაძლოა თეთრეული არც ისე ახალი იყოს. ასე გაექცევით საწოლის ჭიებსაც.
არ იაროთ ოთახში ფეხშიშველმა, ჩუსტები აუცილებელია
შხაპი საერთო სააბაზანოში შესაძლოა კანის დაავადების მიზეზი გახდეს, ამიტომაც დაიცავით ფეხები.
იქონიეთ ყურსაცობები
ის ძალიან საჭირო ნივთია უკეთესი ძილისთვის.
წაიღეთ პლასტიკური კონტეინერი
თუ საკვებს იქ ამზადებთ, ის აუცილებლად თან იქონიეთ.
ჰოსტელის დატოვების წინა ღამეს ჩალაგეთ ბარგი
ასე დაზოგავთ დროს და ენერგიას.
Discussion about this post