ის დრო თუ რამდენი ხანი შეუძლია ადამიანს სუნთქვის სეკავება, მიანიშნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის გასაგებად პირველ რიგში დაჯექით სკამზე, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მხრები გაშალეთ და მუცელი ამოსწიეთ.
მოადუნეთ კუნთები. საბოლოოდ, მას შემდეგ რაც მზად იქნებით, ორი თითი მოიჭირეთ ცხვირზე და დაინიშნეთ დრო. სუნთქვა შეიკავეთ მანამდე, სანამ უჰაერობა უმნიშვნელოდა არ შეგაწუხებთ.
როგორც სტატიის დასაწყისში აღინიშნა, ის დრო რამდენი ხანიც სუნთქვის შეკავება შეძელით, თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს:
- თუ ეს დროს 20 წამზე ნაკლები აღმოჩნდა, ეს მიანიშნებს, რომ თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა.
- თუ ეს დრო 30 წამია, გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო დაუთმოთ.
- თუ სუნთქვის შეკავება 60 წამი მოახერხეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯანმრთელი ხართ.
- იმ შემთხვევაში თუ სუნთქვის შეკავება 90 წამზე მეტი ხნით შეძელით, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ენერგიის უდიდესი მარაგი გაქვთ.
გირჩევთ, რომ ეს ვარჯიში ხშირად გააკეთოთ, თუნდაც ყოველდღიურად, დროთა განმავლობაში თქვენ სუნთქვის შეკავებას უფრო და უფრო დიდი ხნით შეძლებთ, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.
გარდა ამისა, რაც შეეხება პულსს, აქვე გეტყვით, რომ ზრდასრულ ასაკში პულსი წუთში 70 დამაკმაყოფილებელია, წუთში 60 კარგია, ხოლო წუთში 50 ჯერ ძალიან კარგია.
Discussion about this post