ზოგადად თავის ტკივილები ადამიანების დაახლოებით 20%-ს აწუხებს. ამის ზუსტი მიზეზები ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი. ზოგადად თავის ტკივილებს შესაძლოა განაპირობებდეს ჰორმონული ცვლილებები, სტრესი, გადაღლა ან ხშირი გონებრივი მუშაობა.
ხშირ შემთხვევაში კვება პირდაპირ არის დაკავშირებული თავის ტკივვილებთ, რადგან გარკვეული ნივთიერებების ნაკლებობა დაახლოებით 4-5-ჯერ ზრდის თავის ტკივილის ალბათობას. იმ ნივთიერებების ნაკლებობის აღდგენა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს აკლია, შესაძლებელია შეივსოს სხვადასხვა საკვები ნივთიერებების შევსებით.
ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В12
თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა. მას საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს: ბროკოლი, ისპანახი, სატაცური, გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ავოკადო.
რაც შეეხება ვიტამინ В12-სმ ის დიდი რაოდენობითაა ქათმის კვერცხში.
სპილენძის და რკინის ნაკლებობა
ზოგადად მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ყველაზე ხშირად სპილენძისა და რკინის დეფიციტი ქალებს აწუხებთ, მათმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი, ჰიპოტენზია, ანემია და დეპრესია.
გირჩევთ მიიღოთ ლობიო, კაკალი, ავოკადო, თხის ყველი, რომლებიც სპილენძს დიდი რაოდენობით შეიცავს.
რაც შეეხება რკინას, მას დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის კომბოსტოს, სეზამის თესლის, მწვანილის, სალათის ფოთოლის, ღვიძლის მეშვეობით.
ვიტამინი В6-ის ნაკლებობა
ვიტამინი В6-ის ნაკლებობა განაპირობებს სისხლძარღვთა დაავადებებს. მისი დანაკლისის შესავსებად საჭიროა რაციონში ახალი ბოსტნეულის, ღვიძლის, რობიოს და მარცვლეულების დამატება.
ვიტამინი D-ს ნაკლებობა
ზოგადად ყველასთვის ცნობილია, რომ D ვიტამინს ორგანიზმი ბუნებრივად მზის სხივების შედეგად იღებს. უმზეო პერიოდში მისი მიღება სხვდასხვა საკვებიდანაც არის შესაძლებელი, მათ შორის: პარკოსნეისგან, კვერცხისგან და რძის პროდუქტებისგან.
Discussion about this post