კბილის პასტა საკმაოდ ღირებული პროდუქტია, რომელსაც სახლში ბევრი რამის მოგვარება და გამოსწორება შეუძლია. ზოგიერთი იდეა უცნაურად მოგეჩვენებათ მაგრამ ცდად ღირს.
კბილის პასტა უმკლავდება სხვადასხვა სახის ლაქებს სამოსზე: ტუჩსაცხს თუ სპაგეტის სოუსს. უბრალოდ დაადეთ ცოტაოდენი კბილის პასტა ლაქას და ცოტახნით დატოვეთ, შემდეგ გარეცხეთ. ფერადი სამოსისთვის გამათეთრებელ პასტას ნუ გამოიყენებთ.
შეგიძლიათ ონკანს ძველი ბრწყინვალება დაუბრუნოთ თუ ცოტაოდენ კბილის პასტას წაუსმევთ და ტილოთი მოწმინდავთ.
კბილის პასტით შეგიძლიათ გაასუფთაოთ უთოს ძირიც!
მობილურის წინა და უკანა მხარე ხშირად იფხაჭნება. წაუსვით ცოტაოდენი კბილის პასტა ქსოვილს და ფრთხილად გაწმინდეთ ნაკაწრები. შემდეგ მოაშორეთ და გაამშრალეთ.
Discussion about this post