ზოგადად დამტკიცებულია, რომ ზოგიერთ ხილში შემავალი ვიტამინები ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ხელს უწყობს. მეცნიერებმა შეისწავლეს და დაამტკიცეს, რომ დიდი რაოდებობით C ვიტამინის შემცველი ხილი დაბერების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.
აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ქალბატონებმა C ვიტამინით მდიდარი ხილი ხშირად უნდა მიირთვან. მათ შორის: მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, კივი. გარდა ამისა C ვიტამინი უხვადაა ზოგიერთ ბოსტნეულში და კომბოსტოში.
კივი ხელს უწყობს კანის ფერის გაუმჯობესებას
როგორც ზემოთ აღინიშნა კივი მდიდარია C ვიტამინით და ბეტაკაროტინით. ამასთან, C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში ლოლაგენის გამომუშავებას, რომელიც შემდგომ თავის მხრივ კანის ელასტიკურობას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელი ქსოვილის ზრდისა და მისი აღდგენისთვის, იცავს კანს დაბინძურებისაგან და ეხმარება ფერის შენარცუნებაში.

კივი მიირთვით დღეგამოშვებით, მაშინ როდესაც მას არ მიიღებთ, ჩაანაცვლეთ ის ფორთოხლის წვენით.
გირჩევთ დაჭრილი კივი, გაფცქვნილი ვაშლი და ფორთოხალი წვენსასრუტ მანქანაში გაატარეტ და ყინულის ნატეხებთან ერთად მიირთვით.
Discussion about this post