ნიორი რომ სასარგებლოა ყველამ იცის. მას უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ, ხოლო ძველ ეგვიპტეში ამ ბოსტნეულს მხოლოდ ფარაონები და ქურუმები მიირთმევდნენ. მე პროფესიით გეოლოგი ვარ და მედიცინის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ათეროსკლეროზი რომ გულ- სისძარღვთა სისტემასა და ტვინს აზიანებს ვიცი.
გადავწყვიტე მას ხალხური საშუალებებით ვებრძოლო. მეზობელმა ამისათვის ნივრის ნაყენი მირჩია. ვერ გეტყვით რამდენად დაიკლო ეთეროსკლეროზის განვითარების რისკმა მაგრამ რაც ამ ნაყენის მიღება დავიწყე თავს ნამდვილად უკეთ ვგრძნობ.
- აიღეთ 250 გრამი ნიორი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 0,5 ლიტრი სპირტი ან 1 ლიტრი არაყი და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. დადგით ბმელ თბილ ადგილას, დღეში 2-3 ჯერ შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი მზად არის მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
მინდა გითხრათ, რომ ნიორი სისხლძარღვებისთვის უებარი წამალია, ბევრი სახალხო მკურნალი მიიჩნევს, რომ სკლეროზიდა და სისხლნაკლებობის დროს ნიორზე უკეთესი წამალი არ არსებობს, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი ჭამა. მასწავლეს საოცარი ნივრის ნაყენის მომზადება, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ :
- აიღეთ 300 გრამი ნიორი, გაასუფთავეთ და დანაყეთ, დაასხით 1 ლიტრი სუფთა სპირტი და ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გააზავეთ 20 წვეთი ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ. წყლის ნაცვლად შეიძლება რძის გამოყენება.
როგორც ვიცით ვენები ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, ზაფხულში კი ტკივილი იმატებს ტემპერატურის მატებასთან ერთად. მინდა გაგიზიაროთ საოცარი ნივრის კომპრესების მომზადების წესი, რომელიც ჩემს გარშემო ბევრმა ადამიანმა უკვე სცადა და შედეგმა გააოცა :
- აიღეთ თეთრი ნიორი, ანუ ნივრის კანი უნდა იყოს თეთრი და არა მონაცრისფრო, დანაყეთ ან გახეხეთ, შემდეგ ერთ წილს შეურიეთ 2 წილი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და ეს ნარევი დაიდეთ გამობერილ ვენებზე. დააფარეთ პერგამენტი , შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. ასეთი კომპრესი გაიკეთეთ ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში. დილით ფეხები დაიბანეთ, გადაიხვიეთ ელასტიკური ბანდი და ჩაიცვით წინდები.
Discussion about this post