ბროწეული იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე ალბათ წარმოგიდგენიათ. ის ძალიან მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა A, C, E, B1, B2, PP. ასევე, ის მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტებით: რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. ამასთან, მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. მას უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალო დანიშნულებით და, როგორც ცნობილია, ჰიპოკრატე მას კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ იყენებდა.
როგორ უნდა მოვამზადოთ ბროწეულის ქერქის ჩაი?
სხვადასხვა ანთებითი პროცესის დროს, ბროწეულის ქერქის ნახარში ყველაზე ეფექტური საშუალებაა: ‘2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს უნდა დაუმატოთ 1 ჭიქა ცხელი წყალი და წყლის ორთქლზე 30 წუთი ადუღოთ. გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ 50 გრამი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე”
ჩაი: 12-15 გრამ ბროწეულის მშრალ კანს უნდა დაასხათ 250 გრამი ადუღებული წყალი. ვაჩერებთ 25 წუთი და შემდეგ ვსვამთ ერთ ჭიქას, 2-3 საათის შემდეგ მეორე ჭიქას
ბროწეულის ”ქერქის” ჩაის სასარგებლო თვისებები:
- ის ამაღლებს იმუნიტეტს.
- წარმატებით კურნავს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.
- ის გიცავთ გულის დაავადებებისაგან.
- ის გიხსნით გაცივებისა და გრიპისგან.
- ის თავიდან აგაცილებთ სხვადასხვა ავთვისებიან დაავადებებს.
- ის გიხსნით ოსტეოპოროზისაგან.
- ის წარმატებით მართავს გლუკოზის დონეს.
- არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
- ხელს უშლის ანემიის განვითარებას და რკინის დონის კლებას.
- აჯანსაღებს კბილებს და ღრძილებს.
გთხოვთ გაუზიარეთ პოსტი მეგობრებს.
Discussion about this post