ქოლესტერინი არის ცხიმების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გარკვეული რაოდენობით ადამიანის სხეულისათვის აუცილებელია. პრობლემები ჩნდება, მაშინ როდესაც არასათანადო კვების გამო, ორგანიზმში მისი დონე იზრდება. დღეს სისხლში ქოლესტერინის გაზრდილი დონე იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას ადამიანთა უმეტესობაში.
მედიცინაში ამ პათოლოგიურ სინდრომს ჰიპერქოლისტერენემია ეწოდება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ სტრუქტურის მიხედვით გამოიყოფა ქოლესტერინის სამი დონე:
„კარგი ქოლესტერინი“
„ცუდი ქოლესტერინი“
„კომბინირებული ქოლესტერინი“
თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რომელი შინაურული სამკურნალო საშუალებები დაგეხმარებათ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში.
ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში არსებობს რეცეპტი, რომელიც მრავალი წელი მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის საიდუმლო იყო. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო?
ეს დროში გამოცდილი ეფექტური ჩინური რეცეპტი მზადდება ნივრით და ლიმნით. იგი ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის აღდგენასა და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას. ნიორისა და ლიმონის კონცენტრირებული სინთეზს აქვს ძლიერი გამწმენდი თვისებები.
ნიორი სხვადასხვა საკვები ნივთიერებებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა, რაც მას ეფექტურ სამკურნალო პროდუქტად აქცევს. ხოლო ლიმონი ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და ქოლესტერინის სტიმულირებას.
ძველი ჩინური რეცეპტი
ამ რეცეპტის მომზადება ძალიან მარტივია. მისი ინგრედიენტები თითოეული ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია და მათი ფასი სულაც არ არის მაღალი.
მიღებული სასმელი დღეში ორჯერ უნდა მიირთვათ, ერთი ჭიქა საუზმის შემდეგ, მეორე სადილის შემდეგ.
ინგრედიენტები
- 1 ლიტრი წყალი
- 3 საშუალო ზომის ლიმონი
- 36 კბილი ნიორი
მომზადება
პირველ რიგში გაათავსიფლეთ ნიორი ქერქისგან და წვრილად დაჭერით. დაასველეთ ლიმონი სოდიან ან ძმრიან წყალში. ამით მოხდება მისი დეზინფექცია. ერთი საათის შემდეგ კი დაჭერით ლიმონი.
შედეგ სუფთა წყალი ჩაასხით ქვაბში და ცეცხლზე დადგით. როდესაც წყალი ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლი და დაამატეთ ნიორისა და ლიმონის დაჭრილი ნაწილები და განაგრძეთ მათი ხარშვა. როდესაც მასა მზად იქნება, გააციეთ და მაცივარში შედეთ მთელი ღამით. მეორე დღით კი შეგიძლიათ მიირთვათ.
Discussion about this post