ცოტა ხნის წინ. ცნობილმა ჟურნალისტმა სალომე ბარკერმა სოციალურ ქსელში ექსკურსიაზე, ტრაგიკულად დაღუპული თავის 16 წლის დის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ სოფიმ მას ბლოგი, სახელწოდებით “ექვსი მიზეზი რატომ არ ვარგა სკოლა და ერთო ორიც მასწავლებლების შესახებ” გამოუგზავნა. მისივე თქმით, გოგონას ძალიან უყვარდა წერა, ადამიანები და ის ძალიან კეთილი არსება იყო.. “ეს გამომიგზავნა რამდენიმე კვირის წინ. მე რაღაცები ვურჩიე როგორ გაესწორებინა.
ძალიან უყვარდა წერა. ადამიანები. ყველას იცნობს ყველგან. სოფიზე კეთილი არსება არ ვიცი. კიდევ უამრავი იდეა ჰქონდა თავში, რომელსაც მისი სახელით გავაკეთებ. დრო არ მყოფნის და მეორე დღეა მინდა გთხოვოთ, ყველაზე მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს. შვილებს, დებს, ძმებს და ყველას.
ახლა ამას არ ვიცი რატომ გიზიარებთ. საერთოდ არ ვიცი როგორ გამოვიყურები და რამდენად ადეკვატური ვარ, მაპატიეთ თუ რამეა. I’m confused” – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.
ეს გამომიგზავნა რამდენიმე კვირის წინ. მე რაღაცები ვურჩიე როგორ გაესწორებინა. ძალიან უყვარდა წერა. ადამიანები. ყველას…
Gepostet von Salome Barker am Dienstag, 28. Mai 2019
Discussion about this post