რამდენიმე თვის წინ აღაიანში – მოკლული 7 თვის ჩვილის მამა , მიხეილ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს: “ყველაზე მეტად მიყვარხარ. ძალიან, ძალიან მენატრები ჩემო პატარავ, მამას მაგარი კაცი ხარ” – წერს მიხეილ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროს ბავშვის დედა სახლშიუ არ იმყოფებოდა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.
გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
“გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა კასპის რაიონში 21 მაისს მოხდა.
Discussion about this post